სტატიები >
ნაგვის დასასრული
01.03.20
რობერტ კუნციგი
ლუკა ლოკატელი

მსოფლიო ნარჩენების გარეშე წარმოუდგენლად ჟღერს, თუმცა წრიული ეკონომიკის კონცეფცია – რომლის თანახმადაც რესურსებს ზომიერად ვიყენებთ და მასალებს უსასრულოდ გადავამუშავებთ – ბიზნესმენებისა და ბუნების დამცველებისთვის თანაბრად შთამაგონებელია. შეგვიძლია ამის მიღწევა? შეგვიძლია თავს უფლება მივცეთ, რომ ეს არ გავაკეთოთ?

ამსტერდამში ერთ ადამიანს შევხვდი, რომელმაც ჩვენი ცხოვრების ფარული დინებები დამანახა – 7,7 მილიარდი ადამიანის მიერ წარმოქმნილი, ნედლეულისა და პროდუქტების უზარმაზარი ნაკადები, რომელთაც დიდი ზიანი მოაქვს. ამ ყველაფერს ჩვენი საერთო მეტაბოლიზმი შეიძლება უწოდო.

39 წლის დე ვიტი განათლებით ქიმიკოსია.

დე ვიტისა და მისი კოლეგების მიერ 2018 წელს დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე მოხსენების დროს დასახელებული „წრიულობის რღვევა“ კაცობრიობის ისტორიაში შედარებით ახალი მოვლენაა და მას წიაღისეული საწვავის სამრეწველო დანიშნულებით გამოყენების დაწყების პერიოდამდე, XVIII საუკუნემდე, მივყავართ. მანამდე ხალხი ყველაფერს ან ადამიანის ან პირუტყვის ძალით აკეთებდა.

იაფი წიაღისეული ენერგიის წყალობით ყველაფერი შეიცვალა. გაადვილდა ნედლეულის მოპოვებაც, ქარხნებამდე გადაზიდვაც და ნაწარმის დისტრიბუციაც. გასულ ნახევარ საუკუნეში მსოფლიო მოსახლეობის გაორმაგების ფონზე მასალის ნაკადი გასამმაგდა. იმავე გასულ ნახევარ საუკუნეში ბუნების დამცველები ზრდის ზღვრის შესახებ გვაფრთხილებდნენ. ახალი „წრიული ეკონომიკის“ მოძრაობა განსხვავებულია და სხვადასხვა სტრატეგიას მოიცავს – ზოგს ძველს: შემცირება-ხელახლა გამოყენება-გადამუშავება, ზოგსაც – ახალს: ნივთების ფლობის ჩანაცვლებას ქირაობით, ამ სტრატეგიათა ერთობლიობა კი გლობალური მეურნეობის გარდაქმნას და ნარჩენების აღმოფხვრას ისახავს მიზნად. წრიული ეკონომიკის მიზანი არ არის ზრდის შეწყვეტა; მისი მიზანია, ისე ვაკეთოთ ყველაფერი, რომ ბუნებასთან ჰარმონიაში ვიყოთ და ზრდა განვაგრძოთ.

ეს

მანქანების ხელახალი გამოყენება ნარჩენების შემცირების გამოცდილი სტრატეგიაა. დაახლოებით 3300 აშშ­ის ჩამოწერილი სამთავრობო თვითმფრინავი და ვერტმფრენი ინახება დევის­მონთანის საჰაერო ძალების ბაზაზე არიზონაში,სადაც მშრალი ჰავა კოროზიას ზღუდავს. საფრენ აპარატებს ნაწილებად შლიან ან რესტავრაციას უკეთებენ და აბრუნებენ საექსპლუატაციოდ. შესანახად სპეციალურ დამცავ ნივთიერებას ასხურებენ.

იდეა პოპულარობას იძენს, განსაკუთრებით ევროპაში. ევროკავშირი ამ სტრატეგიაში მილიარდებს აბანდებს. ნიდერლანდებმა პირობა დადო, რომ 2050 წლისთვის სრულად გადავა წრიულ მოდელზე. ამსტერდამს, პარიზსა და ლონდონს გეგმა სრულად გაწერილი აქვთ.

ერთი ადამიანი, რომელიც ამაში დარწმუნებულია, არის ამერიკელი არქიტექტორი უილიამ მაკდონა. ჯერ კიდევ 2002 წელს მან, გერმანელ ქიმიკოს მიხაელ ბრაუნგარტთან ერთად, დაწერა წიგნი „აკვნიდან აკვნამდე“, რომლის მიხედვითაც შესაძლებელია პროდუქტებისა და ეკონომიკური პროცესების წარმოება ისე, რომ ერთის ნარჩენი სხვისი საკვები იყოს. მასთან საუბრისას დავუსვი კითხვა: რამდენად რეალისტური იყო უნარჩენობაზე ლაპარაკი?

მან მიპასუხა: „გახსოვს, გერმანელი ფილოსოფოსის, ლაიბნიცის სიტყვები: „თუ შესაძლებელია, ესე იგი არსებობს“. მე კი ვიტყოდი: „თუ შევძლებთ, რომ იარსებოს, შესაბამისად, შესაძლებელს გავხდით“.

წრიული ეკომონიმიკის ჩამოყალიბებისთვის არსებითი ნაბიჯია წიაღისეული საწვავიდან განახლებად ენერგიის წყაროებზე გადასვლა, მაგალითად, ისლანდიის ლავური პლატოების სიღრმიდან-მაგმის გამოყოფილი სითბოს გამოყენებაზე. Hellisheiði - ქვეყნის უდიდესი და მსოფლიოში მესამე გეოთერმული სადგური, ელექტროენერგიასა და გათბობას უზრუნველყოფს. გეოთერმული წყალი, რომელმაც უკვე გამოიმუშავა ელექტროენერგია და უკვე არც დუღს, ცისფერ ლაგუნაში გამოიყენება რეკრეაციული დანიშნულებით. წყალს სილიკატის მაღალი შემცველობა სასიამოვნო, აკვამარინის შეფერილობასაც აძლევს.

წრიული ეკომონიმიკის ჩამოყალიბებისთვის არსებითი ნაბიჯია წიაღისეული საწვავიდან განახლებად ენერგიის წყაროებზე გადასვლა, მაგალითად, ისლანდიის ლავური პლატოების სიღრმიდან-მაგმის გამოყოფილი სითბოს გამოყენებაზე. Hellisheiði - ქვეყნის უდიდესი და მსოფლიოში მესამე გეოთერმული სადგური, ელექტროენერგიასა და გათბობას უზრუნველყოფს. გეოთერმული წყალი, რომელმაც უკვე გამოიმუშავა ელექტროენერგია და უკვე არც დუღს, ცისფერ ლაგუნაში გამოიყენება რეკრეაციული დანიშნულებით. წყალს სილიკატის მაღალი შემცველობა სასიამოვნო, აკვამარინის შეფერილობასაც აძლევს.
სრული ვერსია წაიკითხეთ მიმდინარე ნომერში.
ჟურნალის გამოწერისთვის დააჭირეთ აქ.
თეგები: 
გამოიწერეთ
სიახლეები
© 2012-2018 ყველა უფლება დაცულია. ჟურნალსა და ვებგვერდზე გამოქვეყნებული
მასალების ნაწილობრივი ან სრული გამოყენება რედაქციის ნებართვის გარეშე აკრძალულია