სტატიები >
ტრადიცია თუ ძალადობა?
01.03.20
რენე ებერსოლი
იასპერ დუსტი

იაპონური მაკაკები მრავალი საუკუნის განმავლობაში ართობდნენ ხალხს და ტრადიციულ სიმბოლოებად ითვლებოდნენ, მაგრამ დღეს, ცირკის მსგავს წარმოდგენებში მათი გამოყენება კრიტიკის საგანი ხდება.

გასართობ წარმოდგენებს მაიმუნების მონაწილეობით იაპონურ კულტურაში ღრმად აქვს ფესვები გადგმული. მათ იაპონელები სარუმავაშის უწოდებენ. რწმენის თანახმად, სარუ (მაიმუნი) ცხენების მფარველი და ადამიანებისა და ღმერთების შუამავალია, ავ სულებს აფრთხობს და ადამიანებისთვის იღბალი მოაქვს. სარუმავაში ისეთივე ძველი ტრადიციაა, როგორც კაბუკის წარმოდგენები და უკვე ათასი წელია რაც იმართება.

მაგრამ თანამედროვე იაპონიაში ამ ღონისძიებამ თავისი საკრალური მნიშვნელობა დაკარგა.

სარუმავაში დღეს ჩვეულებრივი საცირკო წარმოდგენაა. მაიმუნებს იაპონიის ცხოველთა უფლებების აქტი იცავს, მაგრამ კანონი ძაღლების და კატების უფლებებს მეტ ყურადღებას აქცევს.

„ცხოველების მონაწილეობით გამართული წარმოდგენები იაპონური კულტურის განუყოფელი ნაწილია, – ამბობს იამაძაკი, – ცირკის ისტორიასავითაა.“

XXI საუკუნეში სარუმავაშის წარმოდგენებს ნაირგვარი ფორმით ვხვდებით: ქუჩაში – სადაც ადამიანებივით ჩაცმული მაიმუნები აკრობატულ სალტოებს აკეთებენ, ან თითქოს რთულ მათემატიკურ განტოლებებს ხსნიან; და ინტერნეტში – YouTube-ზე ატვირთული ვიდეორგოლების სახით, სადაც მაკაკები ფორტეპიანოზე უკრავენ.

იაპონურ მაკაკებს, რომლებსაც თოვლის მაიმუნებსაც ეძახიან, საკმაოდ რთულ ბუნებრივ პირობებში შეუძლიათ ცხოვრება. ადამიანების შემდეგ იაპონური მაკაკები ყველაზე ჩრდილოეთით მცხოვრები პრიმატები არიან. ჯიგოკუდანის მაიმუნების ნაკრძალში, რომელიც ტოკიოდან ჩრდილოეთით, სამსაათნახევრის გზაზე, ზღვის დონიდან 850 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს, მრავლად ნახავთ ბუნებრივ თერმულ წყაროებში მონებივრე თოვლის მაიმუნებს. ამ პოპულარული სანახაობის ფოტოებსა და “სელფებზე“ აღსაბეჭდად პარკს ყოველდღიურად უამრავი ტურისტი სტუმრობს.

მეტსახელის მიუხედავად, იაპონური მაკაკები ქვეყნის თითქმის მთელ ტერიტორიაზე ბინადრობენ, მათ

კაიაბუკის ტავერნა, ქალაქი უცუნომია. საღამოს მაიმუნები რესტორნის სცენაზე ადიან და პაპიე­მაშეს ნიღბებით ართობენ მაყურებელს.

შორის სამხრეთში მდებარე სუბტროპიკულ ტყეებში. ისინი ყველაფრისმჭამელები არიან, მიირთმევენ ხილს, მცენარეებს, მწერებს, ტალახს. ამის გამო მაკაკებმა მრავალი ფერმერი გადაიმტერეს.

არაშიიამას მაიმუნების პარკი, ქალაქ კიოტოს გარეუბანი. ტურისტები ველურ იაპონურ მაკაკებს აჭმევენ. მსგავსმა ტურისტულმა გართობამ მაიმუნების რიცხვი გაზარდა. იმისთვის, რომ ფერმერების მოსავალს საფრთხე არ შეექმნას, ყოველწლიურად 19000­ზე მეტ მაიმუნს ხოცავენ.

სრული ვერსია წაიკითხეთ მიმდინარე ნომერში.
ჟურნალის გამოწერისთვის დააჭირეთ აქ.
თეგები: 
გამოიწერეთ
სიახლეები
© 2012-2018 ყველა უფლება დაცულია. ჟურნალსა და ვებგვერდზე გამოქვეყნებული
მასალების ნაწილობრივი ან სრული გამოყენება რედაქციის ნებართვის გარეშე აკრძალულია