ძირითადი ინსტინქტები >
ძირითადი ინსტინქტები
სიყვარულისა და ვნების კვლევა ცხოველთა სამყაროში
01.09.19
პატრისია ედმონდსი
მუნმუნ დალარია
 
საარსებო გარემო
სტატუსი
საინტერესო ფაქტი
ბუნებით მორცხვი, პაექრობისას - თავმომწონე

დასავლური ტრაგოპანი იშვიათი, ფრთხილი და მოუხელთებელი ფრინველია. ადგილობრივები მას ჯუჯურანას, ფრინველების მეფეს უწოდებენ. დასავლეთ ჰიმალაიში 3300 ინდივიდი ბინადრობს ველურ ბუნებაში და მათი ნახვა ძალიან რთულია, თუმცა National Geographic-ის მკვლევარმა მუნმუნ დალარიამ ეს მაინც მოახერხა და 35 წუთი უყურებდა და უღებდა მამალ ჯუჯურანას, რომელიც მდედრს უხმობდა – რაც ველურ ბუნებაში ჯუჯურანას ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი დოკუმენტაციაა.

ჯუჯურანას შეწყვილების ნახვა ჰიმაჩალ-პრადეშში, ხოხბის ამ ნათესავის ერთადერთ გასამრავლებელ პროგრამაშია შესაძლებელი. მამალი ჯუჯურანა დედალს ეპარება და თავის მოკაზმულობას აჩენს: თავზე ლურჯ რქებს, კუდის ბუმბულებსა და ცისარტყელასფერებიან ბიბილოს შლის. ვნების პიკზე მყოფი მამალი ჯერ იმალება, მერე ისევ ჩნდება, მისდევს დედალს და ზემოდან აფრინდება. შეწყვილება 10 წამი გრძელდება და, სიმოკლის მიუხედავად, ეფექტურია: მომდევნო ექვსიდან რვა კვირის განმავლობაში დედალი 3-5 კვერცხს დებს და ჩეკს.

პროგრამის ფარგლებში, ტყვეობაში გამრავლებული ფრინველების რეზერვი იქმნება. ამჟამად იქ დაახლოებით 30 ფრინველია. რამდენიმეს ბუნებაში გაშვება 2020 წელს იგეგმება.

თეგები: 
გამოიწერეთ
სიახლეები
© 2012-2018 ყველა უფლება დაცულია. ჟურნალსა და ვებგვერდზე გამოქვეყნებული
მასალების ნაწილობრივი ან სრული გამოყენება რედაქციის ნებართვის გარეშე აკრძალულია