ძირითადი ინსტინქტები >
ძირითადი ინსტინქტები
სიყვარულისა და ვნების კვლევა ცხოველთა სამყაროში
01.07.19
პატრისია ედმონდსი და ევა ვან დენ ბერგი
ჯულიან ფინი, Museums Victoria, ავსტრალია
 
საარსებო გარემო
სტატუსი
საინტერესო ფაქტი
როგორ ახერხებს ოკეანის ეს უცნაური წყვილი, სექსი ჰქონდეს?

გამრავლების სურვილის სიძლიერეში ეჭვი თუ გეპარებათ, წარმოიდგინეთ, რა სირთულეების გადალახვა უწევთ ბატონ და ქალბატონ არგონავტებს (Argonauta argo) პატარა არგონავტების გასაჩენად.

რვაფეხას ეს სახეობა დედამიწის ტროპიკულ და სუბტროპიკულ ზღვებში ბინადრობს. იქ 15-მილიმეტრიანი მამრი არგონავტისთვის შეწყვილება არც თუ ისე ადვილი საქმეა. მდედრებს, რომლებიც მამრებზე 30-ჯერ დიდები არიან, ნიჟარა აქვთ, სადაც დამალვა და კვერცხების დადება შეუძლიათ. მამრებს ნიჟარა არ აქვთ, სამაგიეროდ, აქვთ ჰექტოკოტილი – საცეცისმაგვარი, მოსახსნელი შესაჯვარებელი ორგანო.

მდედრზე მიმაგრებული მამრები ჰექტოკოტილს უშვებენ, რომელიც მდედრის მანტიის ღრუში იკვალავს გზას. მდედრები კვერცხების გასანაყოფიერებლად ჰექტოკოტილს რამდენიმე მამრისაგან აგროვებენ. ისინი ბევრ კვერცხს დებენ და ნიჟარის კედლებზე მიმაგრებულ შთამომავლობას შიგნითვე ზრდიან საწყის სტადიაში.

სასქესო ორგანოს დონაციის შემდეგ ცოცხალი მამრი არგონავტი არავის უნახავს. მის უკანასკნელ აქტში პატარა, მაგრამ ძლიერი მამრი გამრავლების ჟინს საცეცსა და სიცოცხლეს სწირავს.

დიდი არგონავტი
(Argonauta argo)

1. სახელობანა
რვაფეხას ეს სახეობა ქაღალდის ნაუტილუსის სახელითაა ცნობილი ნაჭუჭი, რომელსაც ის კვერცხების დასადებად იკეთებს, ქაღალდივით სიფრიფანა კალციუმის კარბონატისაა.

2. მითი არგონავტებზე
რვაფეხების ექსპერტებმა ჯულიან ფინმა და მარკ ნორმანმა არგონავტების გადაადგილება გადაიღეს: ისინი წყლის ჭავლის გამოტყორცნის საშუალებით მოძრაობენ, წყლის ზედაპირზე ისე ამოდიან, რომ ნაჭუჭში ჰაერი შეუშვან, შემდეგ კი ჰაერის ბუშტის საშუალებით წყალში ოპტიმალურ დონეზე ტივტივებენ.

3. გავრცელებული, მაგრამ მოუხელთებელი
მიუხედავად იმისა, რომ ადამიანები იშვიათად ხედავენ, A. argo დედამიწის ოკეანეების ტროპიკულ ნაწილებში ფართოდაა გავრცელებული და IUCN-ის წითელ ნუსხაში ნაკლებად საფრთხეში მყოფ სახეობადაა დაფიქსირებული.

თეგები: 
გამოიწერეთ
სიახლეები
© 2012-2018 ყველა უფლება დაცულია. ჟურნალსა და ვებგვერდზე გამოქვეყნებული
მასალების ნაწილობრივი ან სრული გამოყენება რედაქციის ნებართვის გარეშე აკრძალულია