ძირითადი ინსტინქტები >
ძირითადი ინსტინქტები
სიყვარულისა და ვნების კვლევა ცხოველთა სამყაროში
08.05.19
პატრისია ედმონდსი
ჯოელ სარტორე
 
საარსებო გარემო
სტატუსი
საინტერესო ფაქტი
გომბეშოების სქესობრივი ცხოვრება იდეალური გუბის პოვნაზეა დამოკიდებული

იოსემიტურ მამრ გომბეშოებს (Anaxyrus canorus) ყოველ წელს, გვიან გაზაფხულზე, ორი კვირის განმავლობაში გიჟური ტემპით შეუძლიათ შეწყვილება. თანაც მხოლოდ 1500 მეტრის სიმაღლეზე, კალიფორნიის სიერა-ნევადის ნოტიო მდელოებზე. მამრი მდედრს მელოდიურად იხმობს გუბეში. მდედრი გუბეში შედის და თუ მოეწონება, რჩება. “გომბეშოებმა ზედმიწევნით იციან, სად უნდა დადონ კვერცხი“, – ამბობს ამერიკის სატყეო სამსახურის ეკოლოგი ქრისტინა ლიანგი.

ლიანგი და მისი კოლეგები 19 მდელოზე 143 გუბეს ექვსი წლის განმავლობაში აკვირდებოდნენ. გომბეშოები ისეთ გუბეებს დაეძებდნენ, რომლებშიც კვერცხის დადებიდან თავკომბალების გამოჩეკამდე შენარჩუნდებოდა სასიცოცხლო პირობები. გომბეშოები ფართო, დიდზედაპირიან გუბეებს ირჩევდნენ თბილი წყლით და პატარა სიღრმით.

ლიანგის თქმით, კვერცხების დასადებად ადგილს მდედრი არჩევს. კვერცხების დადებისა და განაყოფიერების შემდეგ მდედრი მიდის, მამრი კი რჩება და მორიგ სიყვარულს უხმობს.

იოსემიტური გომბეშო გადაშენების პირასაა. მეცნიერების აზრით, ამის ერთ-ერთი მიზეზი ამფიბიების სოკოა, თუმცა კლიმატის ცვლილებასაც დიდი ზეგავლენა აქვს, რადგან გუბეები თავკომბალების გამოჩეკამდე შრება. სახეობა „დანის პირზე გადის“, – ამბობს ლიანგი, „გარემოს მცირე სხვაობასაც კი შეიძლება სასიცოცხლო მნიშვნელობა ჰქონდეს“.

თეგები: 
გამოიწერეთ
სიახლეები
© 2012-2018 ყველა უფლება დაცულია. ჟურნალსა და ვებგვერდზე გამოქვეყნებული
მასალების ნაწილობრივი ან სრული გამოყენება რედაქციის ნებართვის გარეშე აკრძალულია