ძირითადი ინსტინქტები >
ძირითადი ინსტინქტები
სიყვარულისა და ვნების კვლევა ცხოველთა სამყაროში
01.09.18
პატრისია ედმონდსი
ჯოელ სარტორე
ეს წითელი პანდა ვირჯინიის ზოოპარკშია გადაღებული
 
საარსებო გარემო
წითელ პანდად, პატარა პანდად ცნობილი Ailurus fulgens-ი ჩინეთში, ინდოეთში, მიანმაში, ბჰუტანსა და ნეპალშია გავრცელებული. ის საცხოვრებლად მთისძირებს, ზომიერი კლიმატის ტყეებსა და ბამბუკის ქვეტყეს არჩევს.
სტატუსი
ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირი წითელ პანდას საფრთხეში მყოფად აფასებს. მისი რიცხვი ბუნებაში 2500-დან 10 000-მდეა. მისი ჰაბიტატი ადამიანის საქმიანობის გამო ფრაგმენტირებული და განადგურებულია. მისთვის საფრთხეს საქონლის მიერ გავრცელებული დაავადებებიც წარმოადგენს.
საინტერესო ფაქტი
ჰუტანში სწამთ, რომ წითელი პანდები ბუდისტი ბერების რეინკარნაციას წარმოადგენენ და მათი დანახვა კარგის მომასწავებელი ნიშანია.
ისინი 24 საათი მზად არიან სექსისთვის – წელიწადში ერთხელ

მამრს სუნდარი ჰქვია; მდედრს – ხუსი. ისინი ახალ ზელანდიაში, უელინგტონის ზოოპარკის წითელი პანდების ჰაბიტატში გააცნეს ერთმანეთს. მიზანი – გამრავლება.

ტყვეობაში მყოფი ცხოველების გამრავლების პროგრამების გლობალური ქსელები ცხოველებს ერთმანეთში ცვლიან და იმედოვნებენ, რომ საფრთხეში მყოფ სახეობებს გაამრავლებენ და გენეტიკურ მრავალფეროვნებას შეუწყობენ ხელს. სუნდარი და ხუსი ერთმანეთს ძალიან კარგად შეეწყვნენ. მიუხედავად ამისა, წითელი პანდის ოჯახის გამრავლება რთული საქმეა, რადგანაც მდედრებს გამრავლების პერიოდი წლის განმავლობაში ერთხელ, ისიც მხოლოდ 24 საათით აქვთ.

2017 წლის ივლისის ერთ დღეს ზოოპარკის პერსონალმა არშიყობის ნიშნები შენიშნა. 17 დეკემბერს ხუსიმ ბელი გააჩინა. მას ნგიმა დაარქვეს, რაც ნეპალურად „ცაში მოკაშკაშე მზეს“ ნიშნავს. ერთ დღეს ნგიმა შესაძლებელია ასევე ჩაერთოს გამრავლების პროგრამაში.

 

 

 

თეგები: 
მამრი
მდედრი
ზელანდია
ზოოპარკი
პანდა
გენეტიკა
არშიყობა
გამოიწერეთ
სიახლეები
© 2012-2018 ყველა უფლება დაცულია. ჟურნალსა და ვებგვერდზე გამოქვეყნებული
მასალების ნაწილობრივი ან სრული გამოყენება რედაქციის ნებართვის გარეშე აკრძალულია