ძირითადი ინსტინქტები >
ძირითადი ინსტინქტები
სიყვარულისა და ვნების კვლევა ცხოველთა სამყაროში
01.07.18
ლიზა ყარალაშვილი
ირა კურმაევა
დალის ხვლიკი
 
საარსებო გარემო
სტატუსი
საინტერესო ფაქტი
ყველა ქალი ერთნაირია?

დალის ხვლიკი (Darevskia dahli), რომელიც ფოტოზეა ნაჩვენები, პართენოგენეზული სახეობაა და, შესაბამისად, მის პოპულაციაში არ არიან მამრები. მტკვრის ხეობის ხვლიკი (Darevskia portschinskii) კი ორსქესიანი სახეობაა (ფოტოზე) და მათ პოპულაციაში გვხვდება როგორც მდედრები, ისე მამრები. “ამ სახეობების გავრცელების არეალი ერთმანეთთან იკვეთება: დალის ხვლიკები ზღვის დონიდან 400-1370 მეტრზე ბინადრობენ, მტკვრის ხეობის ხვლიკები კი – 830-1950 მეტრზე”, ამბობს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი დავით თარხნიშვილი. ერთ-ერთი წერტილი, რომელშიც მათი პოპულაციები იკვეთება, კოჯრის ტერიტორიაა. მიუჩვეველი თვალისთვის ისინი ძალიან ჰგვანან ერთმანეთს, თუმცა, არა მარტო ადამიანებს, ზოგჯერ მამრ მტკვრის ხეობის ხვლიკებსაც კი უჭირთ ამ ორი სახეობის მდედრების ერთმანეთისგან გარჩევა. ამიტომაც, ხშირად, დაბნეული მამრი მტკვრის ხეობის ხვლიკი ცდილობს შეეჯვაროს დალის ხვლიკს, რაზეც მას ენერგია და სპერმა ეხარჯება, საკუთარი გენის გავრცელებას კი ვერ ახერხებს, რადგან, როგორც წესი, ვერ ანაყოფიერებს დალის ხვლიკს.

„ლიტერატურაში აღწერილია დალისა და პორჩინსკის ხვლიკების ჰიბრიდებიც. ჯერ კოჯორში მსგავსი ინდივიდები არ გვიპოვია, თუმცა ვვარაუდობთ, რომ ჰიბრიდიზაცია აქაც უნდა ხდებოდეს“, – ამბობს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მკვლევარი ნათია ბარათელი, რომელიც ამ საკითხს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტის ფარგლებში იკვლევს.

 

 

 

1. პართენოგენეზი
„ჩვეულებრივი“, ორსქესიანი გამრავლებისას გამეტები (სასქესო უჯრედები) მეიოზური გაყოფით მრავლდება და ქრომოსომების ნახევარ რიცხვს შეიცავს. პართენოგენეზის დროს გამეტები მიტოზით (უსქესო დაყოფით) მრავლდება და შედეგად იბადება დედის ზუსტი კლონი.

2. ჰიბრიდები
ლიტერატურიდან ცნობილია, რომ არსებობენ დალისა და პორჩინსკის ჰიბრიდებიც. აღწერილი ინდივიდები ზომით საკმაოდ დიდები არიან და სხეულის უკანა ნაწილზე მწვანე შეფერილობა აქვთ.

3. მორფოლოგია
მდედრი დალის და მტკვრის ხეობის ხვლიკების ერთმანეთისგან განსხვავება ყველაზე მარტივად ე.წ. „პრეანალურ ქერცლზე“ დაკვირვებით შეიძლება. დალის ხვლიკს ეს ქერცლი ორად აქვს გაყოფილი, მტკვრის ხეობის ხვლიკს კი – არა.

თეგები: 
ხვლიკი
სახეობა
მამრი
მდედრი
დავით თარხნიშვილი
პართენოგენეზი
ჰიბრიდი
მორფოლოგია
ინდივიდი
მტკვარი
ორსქესიანი
კოჯრის ტერიტორია
შეჯვარება
ჰიბრიდი
პართენოგენეზი
სასქესო უჯრედები
ქერცლი
გამოიწერეთ
სიახლეები
© 2012-2018 ყველა უფლება დაცულია. ჟურნალსა და ვებგვერდზე გამოქვეყნებული
მასალების ნაწილობრივი ან სრული გამოყენება რედაქციის ნებართვის გარეშე აკრძალულია