ძირითადი ინსტინქტები >
ძირითადი ინსტინქტები
სიყვარულისა და ვნების კვლევა ცხოველთა სამყაროში
01.02.18
პატრისია ედმონდსი
ალან მერფი
უილსონის მეჩალია
 
საარსებო გარემო
უპირატესობას ანიჭებენ ბუჩქნარიან ტყეებს; ბუდობენ ალასკაზე, კანადასა და აშშ-ის 48 შტატის ჩრდილოეთ ნაწილებში. ზამთარში: სამხრეთ აშშ-ში, მექსიკასა და ცენტრალურ ამერიკაში.
სტატუსი
IUCNის შეფასებით: ნაკლებად საფრთხეში მყოფი
საინტერესო ფაქტი
შავი თავის გარდა, მდედრებსა და მამრებს ერთნაირი შეფერილობა აქვთ.
მეტი განაშენიანება – ნაკლები სექსი

მგალობელი ფრინველების ნაწილს არ აწუხებს, როდესაც მშენებლები მიწის ნაკვეთებს ყოფენ და იქ მცენარეებს სპობენ. ეს „შემგუებელი“ სახეობები ალტერნატიულ ადგილებს პოულობენ საბუდრად და ადამიანების გვერდითაც მრავლდებიან, ამბობს ვაშინგტონის უნივერსიტეტის პროფესორი ჯონ მარზლაფი. მაგრამ, არსებობს მგალობელ ფრინველთა სახეობები, რომლებიც ხელშეუხებელი საცხოვრებელი ადგილების საძებნელად მიდიან, რაც პარტნიორის მიტოვებასა და ამით რეპროდუქციის შანსის დაკარგვას იწვევს. ურბანიზაციის გამო უილსონის მეჩალიას მსგავსი (ზემოთ) „გამქცევი“ სახეობების რაოდენობა მცირდება.

მარზლაფი და მისი კოლეგები, 12 წლის მანძილზე, 3000 ფრინველზე დაკვირვებით, იკვლევდნენ, თუ როგორ ზემოქმედებს ურბანიზაცია მგალობელი ფრინველების სახეობების გავრცელებაზე. შესწავლილი სახეობები ძირითადად ერთ მეწყვილესთან ერთად ბუდობდნენ ერთ ადგილას, მაგრამ როდესაც მშენებლებმა დაბალი მცენარეების მოჭრა დაიწყეს, რომლებშიც მგალობელი ფრინველები აშენებდნენ ბუდეს, მათ სხვაგან გადასვლა და თავიანთ მეწყვილეებთან „გაყრა“ დაიწყეს. თუ ახალი პარტნიორისა და ახალი საცხოვრისის ძიება გამრავლების სეზონს ემთხვევა, „ლტოლვილები“ ხშირად აღარ ჩეკენ ბარტყებს, რაც ფრინველისათვის, რომელიც 56 წელი ცოცხლობს, დიდი დარტყმაა.

„ლტოლვილ“ ფრინველებს გასამრავლებლად დაცული ტერიტორიები ესაჭიროებათ.

 

 

 

თეგები: 
გამოიწერეთ
სიახლეები
© 2012-2018 ყველა უფლება დაცულია. ჟურნალსა და ვებგვერდზე გამოქვეყნებული
მასალების ნაწილობრივი ან სრული გამოყენება რედაქციის ნებართვის გარეშე აკრძალულია