ძირითადი ინსტინქტები >
ძირითადი ინსტინქტები
სიყვარულისა და ვნების კვლევა ცხოველთა სამყაროში
01.11.17
პატრისია ედმონდსი
ნამარხების მიხედვით, კომოდოს ვარანები დაახლოებით 3,8 მილიონი წელია არსებობენ.
 
საარსებო გარემო
შვიდი ინდონეზიური კუნძულის მდელოები და ტროპიკული ტყეების კიდეები
სტატუსი
IUCN-ის შეფასებით – მოწყვლადი
საინტერესო ფაქტი
დანიო-რერიოზე გამოცდილი სიმსივნის რამდენიმე მედიკამენტი კლინიკურ ტესტირებას გადის.
ერთი მშობლის ოჯახი

კომოდოს ვარანი ამჟამად არსებული ხვლიკების ყველაზე დიდი წარმომადგენელია. ბასრკბილებიანი, ღონიერი მტაცებელი – Varanus komodoensis – 3 მეტრამდე იზრდება, 90 კილომდე იწონის და შვლების, გარეული ღორებისა და კამეჩის ზომის სხვა ცხოველებითაც კი იკვებება.

ეს თავზარდამცემი ცხოველი თავადაც საფრთხეშია: კომოდოს ეროვნულ პარკში, დაცულ ტერიტორიაზე, მათი რიცხოვნობა 2013 – 2016 წლებში 3222-დან 3013-მდე შემცირდა.

დედა ვარანს ორნაირად შეუძლია გამრავლება: კვერცხების დადება მამრთან შეჯვარებით ან შეუჯვარებლად – პართენოგენეზის საშუალებით.

2006 წელს, ჩესტერის ზოოპარკში, სწორედ, ასე მოხდა. ეს ტყვეობაში მყოფ ვარანებში პართენოგენეზის პირველი დადასტურებული შემთხვევა იყო.

როგორ ხდება პართენოგენეზი? მამაკაც ადამიანს ორივე ქრომოსომა აქვს – მდედრობითიც და მამრობითიც. კომოდოს ვარანში ასე მდედრობითი სქესია მოწყობილი და საკმარისი გენეტიკური მასალა აქვს ემბრიონების გასავითარებლად. თვითგანაყოფიერების შედეგად დაბადებული შთამომავლობა ჯანმრთელია, მაგრამ მხოლოდ მამრობითი სქესის.

სქესობრივი და არასქესობრივი გზებით რეპროდუქციის შესაძლებლობა დრაკონებს ევოლუციურ უპირატესობას ანიჭებს. თუ მამრობითი სქესის მეწყვილე არ ჰყავს, მდედრს შეუძლია გააჩინოს შვილები და როდესაც ისინი წამოიზრდებიან, მათთან შეწყვილდეს.

 

 

 

თეგები: 
გამოიწერეთ
სიახლეები
© 2012-2018 ყველა უფლება დაცულია. ჟურნალსა და ვებგვერდზე გამოქვეყნებული
მასალების ნაწილობრივი ან სრული გამოყენება რედაქციის ნებართვის გარეშე აკრძალულია