ძირითადი ინსტინქტები >
ძირითადი ინსტინქტები
სიყვარულისა და ვნების კვლევა ცხოველთა სამყაროში
01.09.17
პატრისია ედმონდსი
ფოტო: ნილ ბომანის გაერთიანებული კონფოკალური მიკროსკოპული სურათი, ნილ ბოუერი, კვინსლენდის უნივერსიტეტის მოლეკულური ბიოლოგიის ინსტიტუტი, ავსტრალია
 
საარსებო გარემო
მტკნარი წყლის მდინარეები სამხრეთ აზიაში.
სტატუსი
ნაკლებ საფრთხეში მყოფი.
საინტერესო ფაქტი
დანიო-რერიოზე გამოცდილი სიმსივნის რამდენიმე მედიკამენტი კლინიკურ ტესტირებას გადის.
თევზის ნაყოფიერება – ლაბორატორიის საგანძური

დაახლოებით 3,5 სმ სიგრძის დანიო-რერიო ბიოსამედიცინო კვლევების მნიშვნელოვანი ფიგურაა.

ამ არსებას ბევრი საერთო აქვს ადამიანთან: თავის ტვინი, გული, ღვიძლი, თირკმლები.

გენეტიკურმა კვლევებმა აჩვენა, რომ გენების 84%, რომლებიც ადამიანში დაავადებებს იწვევს, კობრისებრთა ოჯახის ამ თევზსაც აქვს.

კვინსლენდის უნივერსიტეტის ციტოლოგი ბენ ჰოგანი 2001 წლიდან სწავლობს ამ სახეობას. დანიო-რერიოს ემბრიონები გამჭვირვალეა და დედის სხეულს გარეთ ვითარდება, ამიტომ მეცნიერებს გენების მანიპულირებით ადამიანის დაავადებების მოდელირება და მისი ცვლილების ცოცხალ ცხოველში დაკვირვება შეუძლიათ.

ახალგაზრდა თევზი საკმარისად გამჭვირვალეა იმისთვის, რომ მეცნიერებმა მანათობელი ნივთიერების საშუალებით, გულ-სისხლძარღვთა თუ სხვა სისტემები შეისწავლონ (მარჯვნივ). თევზის თავის ტვინში ჰოგანმა „მენაგვე უჯრედები“ აღმოაჩინა, რომლებიც ნარჩენებს წმენდენ. მისი თქმით, თუ ასეთი უჯრედები ადამიანშიც აღმოჩნდება და მათ კონტროლსაც მოვახერხებთ, შესაძლოა, ისინი დემენციისა და გულის შეტევის წინააღმდეგ გამოვიყენოთ.

დანიო-რერიოს შესწავლამ ახალი ინფორმაცია მოგვცა სიმსივნეზე, დიაბეტსა და სხვა დაავადებებზე. ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტის მკვლევარ ელიზაბეთ ბურკეს მოსაზრებით, უახლოეს მომავალში, ამ თევზის შესწავლა ხელს შეუწყობს სამედიცინო კვლევების წინსვლას.

 

 

 

თეგები: 
გამოიწერეთ
სიახლეები
© 2012-2018 ყველა უფლება დაცულია. ჟურნალსა და ვებგვერდზე გამოქვეყნებული
მასალების ნაწილობრივი ან სრული გამოყენება რედაქციის ნებართვის გარეშე აკრძალულია