ძირითადი ინსტინქტები >
ძირითადი ინსტინქტები
სიყვარულისა და ვნების კვლევა ცხოველთა სამყაროში
01.08.17
ლიზა ყარალაშვილი
ჯოელ სარტორე
გომბეშო
 
საარსებო გარემო
ჰაბიტატი: სხვადასხვა ტიპის ჰაბიტატი; ძირითადად, ნოტიო მიდამოები.
სტატუსი
გლობალური კონსერვაციული სტატუსი: ნაკლები საფრთხის წინაშე მყოფი.
საინტერესო ფაქტი
ფაქტი: გომბეშოსებრთა კანის ჯირკვლების გამონაყოფი შხამიანი ნივთიერება სასიკვდილოა ზოგიერთი ცხოველისათვის.
დღეს სავსე მთვარეა

აღმოჩნდა, რომ მთვარეს ამფიბიების რომანტიკულ განწყობაზე პირდაპირი გავლენა აქვს – გომბეშოები და ბაყაყები ძირითადად, სავსე მთვარეობისას წყვილდებიან.

ეს თავისებურება რამდენიმე წლის წინ, იტალიაში სალამანდრების კვლევისას, შემთხვევით დააფიქსირა ბრიტანეთის ღია უნივერსიტეტის ბიოლოგმა რეიჩელ გრანტმა. მასალის სიმწირის გამო, ამ ფენომენით დაინტერესებულმა გრანტმა დაკვირვება თავად განაგრძო. მიღებული მონაცემები თავისი სამეცნიერო ხელმძღვანელის, ტიმ ჰელიდეის მიერ ინგლისში, გომბეშოების შეწყვილებაზე ათწლიან დაკვირვებასა და კარდიფის უნივერსიტეტის მეცნიერის, ელიზაბეთ ჩედვიკის კვლევას შეადარა. დადასტურდა, რომ ჩვეულებრივი გომბეშოები (Bufo Bufo) და მდელოს ბაყაყები (Rana Temporaria), მართლაც სავსემთვარეობის პერიოდში იკრიბებიან, წყვილდებიან და ყრიან ქვირითს.

ინდონეზიაში, კუნძულ იავაზე ჩატარებული კვლევის შედეგებთან შედარებამაც გამოავლინა, რომ აზიური გომბეშოების (Bufo melanostictus) შეწყვილებაც მთვარის ციკლზეა დამოკიდებული და მდედრი გომბეშოების ოვულაციაც სავსემთვარეობას (ან მომიჯნავე დღეებს) ემთხვევა.

 

 

 

თეგები: 
გამოიწერეთ
სიახლეები
© 2012-2018 ყველა უფლება დაცულია. ჟურნალსა და ვებგვერდზე გამოქვეყნებული
მასალების ნაწილობრივი ან სრული გამოყენება რედაქციის ნებართვის გარეშე აკრძალულია