ძირითადი ინსტინქტები >
ძირითადი ინსტინქტები
სიყვარულისა და ვნების კვლევა ცხოველთა სამყაროში
01.06.17
ლიზა ყარალაშვილი
ჯოელ სარტორე
მელებს კუდის ბოლო თეთრი აქვთ და ეს არაა დამოკიდებული დანარჩენი ბეწვის ფერზე.
 
საარსებო გარემო
მელა
სტატუსი
ნაკლები საფრთხის წინაშე მყოფი
საინტერესო ფაქტი
მელები ცხოვრობენ ტყეში, ტუნდრაში, უდაბნოში, მთაში, ფერმასა თუ ურბანულ მიდამოებში. გავრცელებულია ზღვის დონიდან 4500 მეტრამდე.
დედა პატივშია

დედობა არცთუ მარტივი საქმეა და როდესაც პატარა ლეკვები გყავს, ყურადღება არასოდეს გეზედმეტება. მელების შეწყვილების პერიოდი იანვრიდან მარტის დასაწყისამდე გრძელდება. ძირითადად ეს მათი სამყოფელის კლიმატზეა დამოკიდებული. ჩრდილოეთის სიცივეში მობინადრე მელები უფრო გვიან იწყებენ შეჯვარებას, ვიდრე სამხრეთში, შედარებით თბილ კლიმატში მობინადრენი.

მელები ძირითადად მონოგამიურები არიან: ზოგჯერ ისეც ხდება, რომ მდედრი ან მამრი სხვა ინდივიდთან ჯვარდება, მაგრამ წყვილი ყოველთვის ერთად ცხოვრობს. მდედრი მელა, ლეკვების გაჩენამდე ცოტა ხნით ადრე, ბუნაგში ძვრება და მშობიარობის შემდეგ, გარკვეული დროის განმავლობაში, არ გამოდის. ამ დროს მზრუნველ მამას მდედრისთვის საკვები მიაქვს. აღსანიშნავია, რომ იგი არასდროს შედის ბუნაგში – საკვებს შესასვლელთან ტოვებს.

საინტერესოა, რომ წყვილს ხშირად ჰყავს „ძიძა“ – მდედრი, რომელიც არ წყვილდება და ლეკვებიან დედას ეხმარება. ხშირად ეს „ძიძა“ წინა ნაყარის მდედრია.

 

 

 

თეგები: 
გამოიწერეთ
სიახლეები
© 2012-2018 ყველა უფლება დაცულია. ჟურნალსა და ვებგვერდზე გამოქვეყნებული
მასალების ნაწილობრივი ან სრული გამოყენება რედაქციის ნებართვის გარეშე აკრძალულია