ძირითადი ინსტინქტები >
ძირითადი ინსტინქტები
სიყვარულისა და ვნების კვლევა ცხოველთა სამყაროში
01.05.17
პატრისია ედმონდსი
ჯოელ სარტორე
 
 
საარსებო გარემო
იაკანა, ცენტრალური და სამხრეთი ამერიკა
სტატუსი
ნაკლებ საფრთხეში
საინტერესო ფაქტი
უზარმაზარი კიდურების დახმარებით, იაკანა მოტივტივე მცენარეებზე თავისუფლად დადის.
ცოლი პაემანზე, ქმარი – ბავშვებთან

წარმოგიდგენიათ მამა, რომელიც სახლში რჩება, იმისთვის, რომ დედა სხვაგან სექსით დაკავდეს? ასე იაკანა იქცევა, მიუხედავად იმისა, რომ იცის, დატოვებული ბარტყი შეიძლება მისი სულაც არ იყოს.

კორნელის უნივერსიტეტის ქცევითი ეკოლოგის – პიტერ რიჯის თქმით, ასეთი ქცევა იაკანას რამდენიმე სახეობას ახასიათებს. მდედრი, დაახლოებით, ხუთ, მასზე ზომით პატარა, მამრს პოულობს. ერთი კვირის განმავლობაში თითოეული მამრის ბუდეში 4 კვერცხს დებს, თუმცა ამასობაში სხვა მამრებთანაც ღიად განაგრძობს შეწყვილებას.

მონოგამიურ ფრინველთა სახეობებში ხშირია „ფარული ღალატი“, მაგრამ მათგან განსხვავებით, იაკანა სხვებთან კავშირს საჯაროდ და თანაც ხშირად ამყარებს.

მკვლევართა დაკვირვებით, შანსი იმისა, რომ ბარტყები არ იყვნენ იმ მამრის ბიოლოგიური შვილები, რომელთანაც ისინი გამოიჩეკებიან, 75%-ია. მაშინ, რა აიძულებს მათზე ზრუნვას? ბიოლოგიური იმპერატივი – გამრავლება. მცირედი, მაგრამ მაინც არსებობს შანსი, რომ კვერცხებიდან ერთ-ერთი მისი განაყოფიერებული იყოს.

თეგები: 
გამოიწერეთ
სიახლეები
© 2012-2018 ყველა უფლება დაცულია. ჟურნალსა და ვებგვერდზე გამოქვეყნებული
მასალების ნაწილობრივი ან სრული გამოყენება რედაქციის ნებართვის გარეშე აკრძალულია