ძირითადი ინსტინქტები >
ძირითადი ინსტინქტები
სიყვარულისა და ვნების კვლევა ცხოველთა სამყაროში
29.03.17
ლიზა ყარალაშვილი
SHUTTERSTOCK
 
 
საარსებო გარემო
საქართველო
სტატუსი
მოწყვლადი (VU) საერთაშორისო წითელი ნუსხის მიხედვით.
საინტერესო ფაქტი
ტივის ობობა ცუდი ცოლი, მაგრამ კარგი დედაა. 500-600 განაყოფიერებული კვერცხის პარკს სხეულით დაატარებს და გამოჩეკილ პატარებს ერთი კვირის განმავლობაში, აგრესიულად იცავს.
მივირთვათ ქმარი

ობობები ცნობილი კანიბალები არიან – მდედრები, რომლებიც ტრადიციულად მამრებზე დიდები არიან, შეჯვარების შემდეგ ხშირად ჭამენ „ქმრებს“. ეს კი მამრების რეპროდუქციულ პოტენციალს საგრძნობლად ამცირებს: არც ისე დვილია, შენი გენები დამატებით გაავრცელო, როდესაც მკვდარი ხარ! მიუხედავად იმისა, რომ ევოლუციამ ჯერაც „ვერ მოიფიქრა“, როგორ მოაშლევინოს მდედრს ეს „მავნე ჩვევა“, მან მაინც მიაგნო ერთ ხრიკს, რაც მამრს ერთზე მეტი შეწყვილების საშუალებას აძლევს; ეს სქესობრივად მოუმწიფებელი მდედრების განაყოფიერებაა. მდედრებს სპერმის შესანახი ორგანო, სახელად, სპერმათეკა უვითარდებათ, რომელიც, ჩამოყალიბებამდე მათი სხეულის შიგნითაა. აღმოჩნდა, რომ მამრებმა „ისწავლეს” მდედრის მუცლის ზუსტად იმ ადგილას გახვრეტა, სადაც სპერმათეკებია. მომწიფებამდე შეჯვარებისას, შანსი – რომ მდედრი მამრს შეჭამს, ნაკლებია. თუნდაც იმიტომ, რომ ამ ასაკში მდედრი მამრზე პატარაა. „ქალწულებში“ სპერმა ინახება და სქესობრივი მომწიფებისას მათი კვერცხები სწორედ ამ სპერმით ნაყოფიერდება. მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ მოუმწიფებელი მდედრების ერთი მესამედი უკვე შეჯვარებული იყო. ერთი „ქალწული”, შესაძლოა, რამდენიმე ზრდასრულმა მამრმა „გააუპატიუროს”, მაგრამ პირველ ჯერზე მდედრი იმ მამრისგან ნაყოფიერდება, რომელიც პირველი შეჯვარდა მასთან.

თეგები: 
გამოიწერეთ
სიახლეები
© 2012-2018 ყველა უფლება დაცულია. ჟურნალსა და ვებგვერდზე გამოქვეყნებული
მასალების ნაწილობრივი ან სრული გამოყენება რედაქციის ნებართვის გარეშე აკრძალულია