ძირითადი ინსტინქტები >
ძირითადი ინსტინქტები
სიყვარულისა და ვნების კვლევა ცხოველთა სამყაროში
01.03.17
ლიზა ყარალაშვილი
ჯოელ სარტორე
 
საარსებო გარემო
სტატუსი
საინტერესო ფაქტი
მტკივნეული სიყვარული

ლოკოკინები ჰერმაფროდიტები არიან, რაც ნიშნავს, რომ ყველა ინდივიდს აქვს როგორც მდედრობითი, ასევე მამრობითი სასქესო ორგანოები. შეწყვილების პროცესი 2 საათიდან 12 საათამდე გრძელდება და ამ პროცესის დროს ორივე ინდივიდი მეწყვილის კვერცხებს ანაყოფიერებს. ლოკოკინებს, მეტწილად, კალციუმისგან შემდგარი ორგანო,

ე. წ. „სიყვარულის შუბი” გააჩნიათ და ცდილობენ, სხეულის რბილობში შეწყვილე-ბამდე შეურჭონ ერთმანეთს. დიდი ხნის განმავლობაში, არ იყო ცნობილი ამ ქცევის დანიშნულება. ბოლო კვლევებით, აღმოჩნდა, რომ ეს სქესობრივი გადარჩევის ერთ-ერთი ფორმაა. თანაც, აქ მთავარი იარაღი არა „შუბი”, არამედ ლორწოა, რომლითაც შუბია დაფარული. ლორწო შეიცავს ალოჰორმონს, რომელიც მეწყვილის ჰემოლიმფა-ში ხვდება და ცვლის მიმღები ინდივიდის რეპროდუქციული სისტემის კომპონენ-ტებს – იკეტება „სპერმის მკვლელი” სისტემა და იხსნება სპერმის შემნახველი საკა-ნი. ჰერმაფროდიტი ლოკოკინას სასქესო სისტემის ეს რეკონფიგურაცია ზრდის გამანაყოფიერებელი ინდივიდის მამობის შანსებს სხვა ინდივიდებთან მიმართებაში.

თეგები: 
გამოიწერეთ
სიახლეები
© 2012-2018 ყველა უფლება დაცულია. ჟურნალსა და ვებგვერდზე გამოქვეყნებული
მასალების ნაწილობრივი ან სრული გამოყენება რედაქციის ნებართვის გარეშე აკრძალულია