ძირითადი ინსტინქტები >
ძირითადი ინსტინქტები
სიყვარულისა და ვნების კვლევა ცხოველთა სამყაროში
07.02.17
პატრისია ედმონდსი
მარტინ ჰარვი, GETTY IMAGES
 
საარსებო გარემო
სტატუსი
საინტერესო ფაქტი
ძლიერი, მრისხანე მდედრი

სურიკატების კომუნა 50-მდე წევრისგან შედგება, თუმცა ჯგუფში მხოლოდ ერთი დედალ-მამალი წყვილდება.

1993 წელს კემბრიჯის უნივერსიტეტის მიერ კალაჰარის სურიკატების პროექტის დანერგვისას, პროფესორმა ტიმ კლატონ-ბროკმა 100-მდე სურიკატების ჯგუფი შეისწავლა. ერთი მდედრი და ერთი მამრი ჯგუფში ასაკის, წონისა და აგრესიულობის მიხედვით ხდებიან დომინანტები.

ზრდასრულ ასაკში „ხელქვეითი“ მამრი სურიკატები ჯგუფს ტოვებენ. ყველაზე მსუქანი და ასაკოვანი მდედრები კი, ოდესმე დომინანტის ჩანაცვლების იმედით, ჯგუფში რჩებიან. მეცნიერები დაინტერესდნენ, დომინანტი მდედრები, პოზიციის შესანარჩუნებლად, წონაში მატებას თუ განაგრძობდნენ.

ამ მიზნით, მკვლევრები სურიკატების ერთ ნახევარს მოხარშულ კვერცხს აჭმევდნენ, მეორეს კი – არა; თუმცა ამ მეორე ნახევარმა წონაში მატება მაინც განაგრძო. მკვლევარ ელის ჰუშარდის თქმით, როგორც ჩანს, სურიკატები მეტოქეების ცვლილებებს ამჩნევენ და თავადაც მეტ საკვებს იღებენ.

თუ რომელიმე მდედრმა მაინც მოახერხა შეწყვილება, დომინანტი ხელს შეუშლის მას შთამომავლობის გაჩენაში. „შეწყვილება რეპროდუქციული ჯეკპოტის მოგებას ნიშნავს“, ამბობს კლატონ-ბროკი.

თეგები: 
გამოიწერეთ
სიახლეები
© 2012-2018 ყველა უფლება დაცულია. ჟურნალსა და ვებგვერდზე გამოქვეყნებული
მასალების ნაწილობრივი ან სრული გამოყენება რედაქციის ნებართვის გარეშე აკრძალულია