ძირითადი ინსტინქტები >
ძირითადი ინსტინქტები
სიყვარულისა და ვნების კვლევა ცხოველთა სამყაროში
01.01.17
ლევან ბუთხუზი
ჯოელ სარტორე
 
საარსებო გარემო
სტატუსი
საინტერესო ფაქტი
მდედრი თუ მამრი?

აფთრებს ისეთი უცნაური სასქესო სისტემა აქვთ, რომ საუკუნეების განმავლობაში ოთხივე სახეობა (ზოლებიანი, ხალებიანი, მურა აფთარი და მიწის მგელი) ჰერმაფროდიტი ეგონათ. ასეთ დასკვნამდე ადამიანები ხალებიან აფთრებზე დაკვირვებით მივიდნენ: შეჯვარებაში მონაწილე ორივე პარტნიორს სასქესო ასო ჰქონდა! აღმოჩნდა, რომ მდედრი აფთრებისათვის, ყველა სხვა ძუძუმწოვრისაგან განსხვავებით, დამახასიათებელია ჰიპერთროპირებული კლიტორი, რომელიც პენისზე დიდი ზომისაც კია. „სხვადასხვა ქცევის დროს კლიტორი წარმოუდგენლად დიდდება და წარმოქმნის ერეგირებულ ფსევდოპენისს, რომლითაც მდედრი შარდავს, წყვილდება და მშობიარობს კიდეც“, – ამბობს კეი ჰოლკემპი, აფთრების მკვლევარი მიჩიგანის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან. აფთრები უნიკალური ძუძუმწოვრები არიან, რომლებსაც ვაგინა არ გააჩნიათ. შეწყვილების დროს კლიტორი დამცხრალია, რომელშიც მამრი ერეგირებულ პენისს ათავსებს. თუ ეს არაკომფორტულად გეჩვენათ, წარმოიდგინეთ რამდენად „კომფორტულია“ 1,5-კილოგრამიანი ნაშიერის შობა სწორედ კლიტორიდან. რისთვისაა საჭირო ეს ევოლუციური უცნაურობა? ბევრი მეცნიერი დღემდე თავს იმტვრევს ამ გამოცანაზე, მაგრამ ჰოლკემპის თქმით – „დამაჯერებელი პასუხი დღემდე არავის აქვს“. საქართველოში ოთხი სახეობიდან მხოლოდ ზოლებიანი აფთარია გავრცელებული და დანარჩენი სამი სახეობისგან განსხვავებით, მისი ქცევა და ეკოლოგია პრაქტიკულად შეუსწავლელია.

თეგები: 
გამოიწერეთ
სიახლეები
© 2012-2018 ყველა უფლება დაცულია. ჟურნალსა და ვებგვერდზე გამოქვეყნებული
მასალების ნაწილობრივი ან სრული გამოყენება რედაქციის ნებართვის გარეშე აკრძალულია