ძირითადი ინსტინქტები >
ძირითადი ინსტინქტები
სიყვარულისა და ვნების კვლევა ცხოველთა სამყაროში
01.11.16
ლიზა ყარალაშვილი
SHUTTERSTOCK
 
საარსებო გარემო
სტატუსი
საინტერესო ფაქტი
სასიყვარულო სამკუთხედი

კრავიჭამიები (იგივე ბატკანძერები), ძირითადად, მონოგამები არიან. თუმცა ზოგჯერ პარტნიორის გარეშე დარჩენილი მამრი უკვე არსებულ წყვილს „ეკედლება“ და ეს „პოლიანდრიული ტრიო“ თანაცხოვრობს. ხშირად, ტრიოს მამრები ქიშპობენ მდედრის გამო, მაგრამ დროთა განმავლობაში ერთმანეთს ეჩვევიან და „ყველაფერი ლაგდება“. შეჯვარება, ძირითადად, საღამოობით ხდება. შესაძლოა, ეს სპერმის კონკურენციის გამოვლენადაც ჩაითვალოს – ორივე მამრი ცდილობს მდედრი ბოლომ გაანაყოფიეროს, რაც იშვიათი გამონაკლისის გარდა, ცხოველთა სამყაროში, უკუღმა ხდება (უპირატესობა პირველი მეწყვილის სპერმას აქვს ხოლმე). აქ კი, მდედრი ბატკანძერი სპერმას კვერცხსადენში არსებულ სპეციალურ მილაკში განაყოფიერების მომენტისთვის ინახავს. განაყოფიერება, შესაძლოა, გვიან მოხდეს. შენახული სპერმატოზოიდებიდან კი ბევრი იღუპება. ამ ლოგიკით, მეორე (დაგვიანებული) მეწყვილის სპერმა უფრო „ხარისხიანია“ და განაყოფიერების მეტი შანსი აქვს. კიდევ ერთი უცნაურობაა გამრავლების ტექნიკაში – ხშირად, ქიშპობის შემდეგ, როდესაც ბეტა მამრს გააგდებს ალფა, მას შესაწყვილებლად მდედრი აჯდება. ტრიოს, როგორც ფენომენს, დამატებითი სარგებელიც აქვს, თუ რომელიმე მამრი უნაყოფო აღმოჩნდა. თანაც, „ორი მამისგან” ზედმეტი ყურადღებაც არაა ურიგო ბარტყების უკეთ გაზრდის საქმეში.

თეგები: 
გამოიწერეთ
სიახლეები
© 2012-2018 ყველა უფლება დაცულია. ჟურნალსა და ვებგვერდზე გამოქვეყნებული
მასალების ნაწილობრივი ან სრული გამოყენება რედაქციის ნებართვის გარეშე აკრძალულია