ძირითადი ინსტინქტები >
ძირითადი ინსტინქტები
სიყვარულისა და ვნების კვლევა ცხოველთა სამყაროში
03.10.16
ლიზა ყარალაშვილი
ჯოელ სარტორე
 
საარსებო გარემო
სტატუსი
საინტერესო ფაქტი
ბრძოლა მიჯნურისთვის

„გოგონასთვის ჩხუბი“, კეთილშობილი ირმების შემთხვევაში, შეიძლება პირდაპირი მნიშვნელობით გავიგოთ. ხარირემს დიდი რქები აქვს, რომლის ძირითადი ფუნქცია შერკინებაა და მას ყოველ სეზონზე უწევს ჰარემისთვის (ფურირმების ჯგუფი) ბრძოლა. თუკი იგი სხვა ხარს დაამარცხებს, იმ სეზონზე, ჰარემი „მისია“. მაგრამ, რა ქნას ახალგაზრდა ირემმა, რომელსაც პატარა რქებიც აქვს და ხანგრძლივი საბრძოლო გამოცდილებაც არ გააჩნია? მას არ შეუძლია ზრდასრულ, ძლიერ მამრებს გაუწიოს მეტოქეობა. ასეთ ახალგაზრდა ირმებს სუბდომინანტებს ეძახიან. ისინი ზრდასრული ხარირმების ტერიტორიებს შორის ჩუმად დაიარებიან და როგორც კი შანსი მიეცემათ, მდედრს უწყვილდებიან. მდედრი, მიუხედავად იმისა, რომ ძლიერი შთამომავლობის დასატოვებლად ურჩევნია უფრო ძლიერ ხარირემს შეუწყვილდეს, ამის წინააღმდეგი არაა. საქმე ის არის, რომ ხშირად ჰარემი 20-25 ფურირმისგან შედგება და დომინანტი ხარი ყველასთან შეწყვილებას ფიზიკურად ვერ ახერხებს. როდესაც ეს ახალგაზრდა სუბდომინანტი მამრი წამოიზრდება, ისიც შეებრძოლება სხვა ხარირმებს. საინტერესოა, რომ ასეთი ბრძოლა ძალიან იშვიათად მთავრდება სიკვდილით, რადგან ირმები იოლად ცნობენ მათზე ძლიერ მეტოქეს და ნებდებიან.

თეგები: 
გამოიწერეთ
სიახლეები
© 2012-2018 ყველა უფლება დაცულია. ჟურნალსა და ვებგვერდზე გამოქვეყნებული
მასალების ნაწილობრივი ან სრული გამოყენება რედაქციის ნებართვის გარეშე აკრძალულია