ძირითადი ინსტინქტები >
ძირითადი ინსტინქტები
სიყვარულისა და ვნების კვლევა ცხოველთა სამყაროში
01.09.16
ლიზა ყარალაშვილი
Shutterstock
 
საარსებო გარემო
ჭარბტენიანი ტერიტორიებიდან ნახევარუდაბნოების ჩათვლით. გავრცელებულია ყველა ვერტიკალურ სარტყელში.
სტატუსი
ნაკლები საფრთხის წინაშე მყოფი.
საინტერესო ფაქტი
შემოდგომაზე, ძილქუშის წინ, დათვმა ყოველდღიურად 40 კილოგრამი საკვები შეიძლება მიირთვას და დაძინებისას ორჯერ უფრო მასიურია, ვიდრე გაზაფხულზე.
ყრმათა დახოცვა

ხვადი დათვი დიდ ტერიტორიას აკონტროლებს, რომელზეც ბევრი ძუ ცხოვრობს, მაგრამ, ყველა ძუ ერთგული როდია. თუკი მამრი ბელებიან მდედრს გადაეყარა და რატომღაც ჩათვალა, რომ ბელები მისი არაა, იგი აუცილებლად შეეცდება დახოცოს პატარები. ბევრი მოსაზრების მიუხედავად, ჯერ კიდევ ბოლომდე არ არის გარკვეული, თუ როგორ ხვდება ხვადი, რომ ბელი მისია. ძუებმა საშიშროების შესახებ კარგად იციან და ცდილობენ ბელი მამრს აარიდონ. არაერთხელაა დაფიქსირებული კადრები, თუ როგორ მალავს დედა ბელს. თვითონ კი მამრის გასატყუებლად გარბის. ეს, ერთი შეხედვით, საზარელი მოვლენა, ბიოლოგიური კუთხით, ძალიან მარტივად იხსნება. ხვადი ცდილობს საკუთარ ტერიტორიაზე თავისი შთამომავლობა უზრუნველყოს, რაც ევოლუციურად, სრულიად გამართლებულია. მამრი კლავს სხვა მამრის ნაშიერებს, რადგან, ჯერ ერთი, თავის ტერიტორიაზე სხვა კონკურენტები არ სჭირდება. მეორეც – ძუძუმწოვარი მდედრების უმრავლესობა, ნაშიერების დახოცვის შემთხვევაში, მალევე მზადაა ხელახლა შესაწყვილებლად. შვილებიანი დედა კი შეიძლება ერთი ან ორი წელი არ შეეჯვაროს მამრს. ხოლო ეს ფაქტი ხვადს სულაც არ ხიბლავს.

თეგები: 
გამოიწერეთ
სიახლეები
© 2012-2018 ყველა უფლება დაცულია. ჟურნალსა და ვებგვერდზე გამოქვეყნებული
მასალების ნაწილობრივი ან სრული გამოყენება რედაქციის ნებართვის გარეშე აკრძალულია