ძირითადი ინსტინქტები >
ძირითადი ინსტინქტები
სიყვარულისა და ვნების კვლევა ცხოველთა სამყაროში
01.07.16
პატრისია ედმონდსი
ჯოელ სარტორე, NATIONAL GEOGRAPHIC CREATIVE
 
საარსებო გარემო
სტატუსი
საინტერესო ფაქტი
ვინ არის შენი მხურვალე მეგობარი?

მდედრები არასასურველ ფლირტს სექსუალურ დაიკოებთან ცურვით გაურბიან.

ზოგჯერ მამაკაცები ერთმანეთის დახმარებით პოულობენ პარტნიორებს. მდედრი გუპი კი მოარშიყე მამრებს გვერდით მოცურავე მეგობრის საშუალებით იგერიებს.

მტკნარი წყლის ამ პატარა თევზის მდედრი დროის გარკვეულ მონაკვეთშია მზად შესაწყვილებლად. ამ დროს ის ქიმიურ სიგნალებს გამოყოფს. მამრი კი მუდმივად აღგზნებულია. „მდედრები ოსტატურად ახერხებენ, ენერგია არ დახარჯონ მამრების მოგერიებაზე“, – წერდა მკვლევარი საფი დარდენი Proceedings of the Royal Society B-ში გამოქვეყნებულ კვლევაში, ამისთვის იმ „დაქალების” გვერდით დაცურავენ, რომლებიც „თანხმობის” სიგნალებს გამოყოფენ. „უფრო მიმზიდველ მდედრებთან გაერთიანება, მათ არასასურველი შეთავაზებების თავის არიდებაში ეხმარება“.

სექსუალური დაიკოების ზურგს უკან დამალვის ინსტინქტი იმდენად ძლიერია, რომ ლაბორატორიული ცდების დროს, ასეთი მდედრები რეზერვუარის იმ ნაწილისკენ მიცურავდნენ, სადაც საერთოდ არ იყვნენ სხვა გუპები, სამაგიეროდ, წყალი „თანხმობის არომატით“ იყო გაჟღენთილი.

თეგები: 
გამოიწერეთ
სიახლეები
© 2012-2018 ყველა უფლება დაცულია. ჟურნალსა და ვებგვერდზე გამოქვეყნებული
მასალების ნაწილობრივი ან სრული გამოყენება რედაქციის ნებართვის გარეშე აკრძალულია