ძირითადი ინსტინქტები >
ძირითადი ინსტინქტები
სიყვარულისა და ვნების კვლევა ცხოველთა სამყაროში
01.02.16
ჯიმ აბერნეთი, NATIONAL GEOGRAPHIC CREATIVE
პატრისია ედმონდსი
 
საარსებო გარემო
სტატუსი
საინტერესო ფაქტი
სოციალური სექსი ზღვაში

ხშირი და პარტნიორთა განურჩეველი სექსით, შესაძლოა გარკვეული არასტანდარტულობითაც, ბონობომ „გარყვნილი მაიმუნის“ რეპუტაცია შეიძინა. თუმცა, მასაჩუსეტსის უნივერსიტეტის საზღვაო ბიოლოგ რიჩარდ კონორის თქმით, დელფინი უფრო „შორს წავიდა“.

როდესაც სექსის სურვილი უჩნდებათ, მამრები მდედრებს უდარაჯდებიან და მრავალჯერადად უწყვილდებიან. ამავდროულად, ისინი კავდებიან „სოციალური სექსით“, კონორი გულისხმობს „სექსს მამრებს შორის, ასევე ახალგაზრდებს შორის“ და სექსს სიამოვნებისთვის სხვადასხვა პოზიციებში. ცნობილია, ტყვეობაში მყოფი დელფინების სექსუალური ფლირტი მათთან ერთად მცურავ სხვა სახეობებთან და ადამიანებთანაც.

მაშინ, რატომ არ არის ზღვები დელფინებით სავსე? იმიტომ, რომ, როგორც ჩანს, გასართობი სექსი განსხვავებულია რეპროდუქციულისგან. აშკარაა, რომ რაღაც მექანიზმი მდედრს დამაკების საშუალებას რამდენიმე წელში ერთხელ აძლევს. დანარჩენი დრო კი თავისუფალია „გარყვნილებისთვის“.

თეგები: 
გამოიწერეთ
სიახლეები
© 2012-2018 ყველა უფლება დაცულია. ჟურნალსა და ვებგვერდზე გამოქვეყნებული
მასალების ნაწილობრივი ან სრული გამოყენება რედაქციის ნებართვის გარეშე აკრძალულია