ძირითადი ინსტინქტები >
ძირითადი ინსტინქტები
სიყვარულისა და ვნების კვლევა ცხოველთა სამყაროში
01.01.16
პატრისია ედმონდსი
ჯოელ სარტორე
 
საარსებო გარემო
სტატუსი
საინტერესო ფაქტი
ვისი რქებია?

მეცნიერული სიზუსტე მნიშვნელოვანია, მაგრამ, ნუთუ აუცილებელი იყო, ამისათვის ზოოპარკის ვებგვერდს საშობაო ზღაპარი ამოეყირავებინა?! თანაც, ერთი ფრაზით – „წითელცხვირა ჩრდილოეთის ირემი რუდოლფი გოგონა აღმოჩნდა“.

პიტერ ფლუდი (კანადა, სასკაჩევანის უნივერსიტეტი) ამბობს, რომ მხოლოდ Rangifer tarandus-ის სახეობის მდედრ და მამრ ირმებს სცვივათ რქები წლის სხვადასხვა პერიოდში.

გაზაფხულზე ორივეს ეწყება რქების ზრდა და შემოდგომისთვის ძვალივით უმაგრდება. ზრდასრული მამრები რქებს სხვა მამრების განდევნისათვის იყენებენ შეწყვილების პერიოდში. ნოემბერ-დეკემბერში მდედრები მაკდებიან, ზრდასრული მამრების ტესტოსტერონის დონე კი ეცემა და მათ რქები სცვივათ. ახალგაზრდა მამრებს რქები ცოტა მეტ ხანს უნარჩუნდებათ, ხოლო მაკეებს მთელი ზამთარი და გაზაფხულზეც.

ასე რომ, შობის ღამეს ჯერ ისევ რქიანი ირმები, შესაძლოა, მოზარდი მამრები იყვნენ, თუმცა – მდედრებიც ან სულაც მაკეები.

 

თეგები: 
გამოიწერეთ
სიახლეები
© 2012-2018 ყველა უფლება დაცულია. ჟურნალსა და ვებგვერდზე გამოქვეყნებული
მასალების ნაწილობრივი ან სრული გამოყენება რედაქციის ნებართვის გარეშე აკრძალულია