ძირითადი ინსტინქტები >
ძირითადი ინსტინქტები
სიყვარულისა და ვნების კვლევა ცხოველთა სამყაროში
01.09.15
მათე ბროძელი
Shutterstock
 
საარსებო გარემო
სტატუსი
საინტერესო ფაქტი
ცეკვავენ ვარსკვლავები

თეთრკუდა არწივი (ფსოვი – Haliaeetus albicilla) საქართველოს ბიომრავალფეროვნების ნამდვილი ვარსკვლავია შთამბეჭდავი მასიური სხეულის (ფრთების შლილი 2,5 მ აღწევს), ულამაზესი გარეგნობის და გამორჩეული სასიყვარულო ქცევის გამო. სახეო-ბა მონოგამიურია (წყვილი ცხოვრების განმავლობაში სულ ერთადაა), მაგრამ ყოველი გამრავლების წინ (ზამთრის ბოლოს) მაინც არშიყობენ, თითქოს ხელახლა აწონებენ თავს ერთმანეთს. ცაში სპეციფიკური ყივილი გაისმის – მამრი საცეკვაოდ უხმობს თავის მეუღლეს და იწყება საოცარი სანახაობა. ფრინველები ახლოვდებიან ერთმანეთის გარშემო ფრენით, რომელიც ხშირად წარმოუდგენელი სისწრაფის „პირუეტში“ გადადის. ხშირად, ფრენისას, ერთი „ზურგზე წვება“, მეორე ზემოდან ექცევა. ხანდახან ერთმანეთს მტკიცედ „ჩაავლებენ ხელს“, ქვასავით ეშვებიან ბზრიალით, მიწიდან რამდენიმე მეტრში გაუშვებენ ერთმანეთს და ცაში აიტყორცნებიან. ჩვენში ბუნების ბევრ მოყვარულსა და ორნითოლოგს არცკი უნახავს თავისი თვალით უმაღლესი პილოტაჟის ეს „მასტერკლასი“ – ფსოვი საქართველოში იმდენად მცირერიცხოვანია, რომ გადაშენების საფრთხე ემუქრება!

თეგები: 
0
გამოიწერეთ
სიახლეები
© 2012-2018 ყველა უფლება დაცულია. ჟურნალსა და ვებგვერდზე გამოქვეყნებული
მასალების ნაწილობრივი ან სრული გამოყენება რედაქციის ნებართვის გარეშე აკრძალულია