ძირითადი ინსტინქტები >
ძირითადი ინსტინქტები
სიყვარულისა და ვნების კვლევა ცხოველთა სამყაროში
01.09.15
პატრისია ედმონდსი
ჯოელ სარტორე, NATIONAL GEOGRAPHIC CREATIVE
 
საარსებო გარემო
სტატუსი
საინტერესო ფაქტი
როდესაც გარეგნობა გვატყუებს

როგორც ნებისმერ დიდ ოჯახში, Galloanserae-ს კლანშიც არიან უმშვენიერესი და უღიმღამო გარეგნობის მქონე წევრები, ამორალური და მონოგამი ინდივიდები. ეს ზერიგი სანადირო და წყლის ფრინველთა 452 სახეობას მოიცავს, მათ შორის ხოხბებს, ფარშავანგებსა და გედებს. თუმცა, უახლესი კვლევის თანახმად, ფერადი და ამავდროულად ავხორცი მამრები, შესაძლოა, შთამომავლობას საუკეთესო გენებს სულაც არ გადასცემენ.

„უამრავი თეორიის მიხედვით, ორნამენტები, კაშკაშა ფერები და დიდი, ლამაზი კუდები სა-უკეთესო მამრებს აქვთ“, – ამბობს ლონდონის უნივერსიტეტის ევოლუციის ბიოლოგი იუდით მაინკი.

მან კოლეგებთან ერთად ფრინველების ექვსი სახეობის ორივე კატეგორიის წარმომადგენელთა გენეტიკური მასალა გააანალიზა.

კვლევამ დაადასტურა: „კაშკაშა ფერებსა და გენომის ხარისხს შორის კავშირი არ არსებობს. მამრი, შესაძლოა, გარეგნულად მიმზიდველი იყოს, მაგრამ გენეტიკურად არასასურველი. გარკვეული თვალსაზრისით, ეს ყალბ რეკლამას ჰგავს“.

თეგები: 
0
გამოიწერეთ
სიახლეები
© 2012-2018 ყველა უფლება დაცულია. ჟურნალსა და ვებგვერდზე გამოქვეყნებული
მასალების ნაწილობრივი ან სრული გამოყენება რედაქციის ნებართვის გარეშე აკრძალულია