ძირითადი ინსტინქტები >
ძირითადი ინსტინქტები
სიყვარულისა და ვნების კვლევა ცხოველთა სამყაროში
01.08.15
მათე ბროძელი
Shutterstock Image
 
საარსებო გარემო
სტატუსი
საინტერესო ფაქტი
სექს-მეკობრეები

აფალინა (Tursiops truncatus), სამიდან ერთ-ერთი სახეობის დელფინია, რომელიც შავ ზღვაში გვხვდება. ჩვენი ზღვის ამ მაღალინტელექტუალურ ცხოველს ბევრი „სექს-უცნაურობა“ ახასიათებს. ჯერ ერთი, ის პრომისკუიტეტულია, რაც ნიშნავს, რომ გუნდებში ყველა ყველას ეჯვარება სუვილის მიხედვით. მეორეც – აფალინა ძუძუმწოვართა იმ მცირე რიცხვს განეკუთვნება, რომლებიც, ადამიანის მსგავსად, სექსით მხოლოდ გა-სამრავლებლად არ კავდებიან – მათთვის ეს გართობაცაა. მესამე – მამრები, რომლებსაც სურთ ბევრი კონკურენტის თავიდან მოცილება და გარანტირებული სექსი, ხშირად „ნამდვილი მეკობრეები“ ხდებიან. ისინი 5-10 ინდივიდისგან შემდგარ „ბანდებად“ ერთიანდებიან, დაცურავენ ღია ზღვაში და სხგა გუნდებიდან მდედრებს იტაცებენ. ამ რაოდენობაში თითოეულ მამრს სექსის უფრო მეტი გარანტია აქვს, ვიდრე ვეებერთელა ჯგუფში. ხშირია ორი მამრის გაერთიანებაც. ამ დროს, ერთი ნადირობს, ხოლო მეორე მოტაცებულ მდედრთან ატარებს დროს. როცა დაღლილ „კაზანოვას“ მოშივდება, მამრები როლებს ცვლიან. მდედრებს, როგორც ჩანს, მაინცდამაინც არ აწუხებთ ძალადობის ეს სხვადასხვა ფორმა. მათი სტრატეგია ხომ შემდეგშია – შეეწყვილონ რაც შეიძლება მეტ მოხერხებულ მამრს უკეთესი შთამომავლობის მისაღებად. „მეკობრეების ასეთმა მეგობრობამ შესაძლოა მთელი თვე გასტანოს“ – ამბობს მასაჩუსეტსის დორტმუთის უნივერსიტეტის მკვლევარი რიჩარდ კონორი.

თეგები: 
0
გამოიწერეთ
სიახლეები
© 2012-2018 ყველა უფლება დაცულია. ჟურნალსა და ვებგვერდზე გამოქვეყნებული
მასალების ნაწილობრივი ან სრული გამოყენება რედაქციის ნებართვის გარეშე აკრძალულია