ძირითადი ინსტინქტები >
ძირითადი ინსტინქტები
სიყვარულისა და ვნების კვლევა ცხოველთა სამყაროში
01.08.15
პატრისია ედმონდსი
ჯოელ სარტორე, NG CREATIVE
 
საარსებო გარემო
სტატუსი
საინტერესო ფაქტი
ვინ არის შენი "მხურვალე" მეგობარი?

მამაკაცები პარტნიორებს ზოგჯერ მეგობრების დახმარებით პოულობენ. მდედრი გუპი (Poecilia reticulata) კი, პირიქით, მეგობრების დახმარებით, მოარშიყე მამრებს იგერიებს.

როცა მტკნარ წყალში მობინადრე ეს მდედრი შესაწყვილებლად მზადაა, იგი ქიმიურ სიგნალებს გამოყოფს. ეს მხოლოდ დროის გარკვეულ მონაკვეთში ხდება, მაშინ, როცა მამრები მუდმივად აღგზნებულები არიან.

„ამიტომ, მდედრებს მამრების მხრიდან ხშირი შემოტევების შემცირება უწევთ“, – წერს მკვლევარი საფი დარდენი Proceedings of the Royal Society B-ში გამოქვეყნებულ ნაშრომში.

ამისათვის ეს ჭკვიანი მდედრი-თევზები იმ „დაქალების“ გვერდით დაცურავენ, რომლებიც „თანხმობის“ სიგნალებს გამოყოფენ. „შესაწყვილებლად მზად მყოფ მდედრებთან გაერთიანებით, ისინი თავს არიდებენ აბეზარ მამრებს“ – ამბობს დარდენი.

სექსუალური დების უკან ამოფარების ინსტინქტი იმდენად ძლიერია, რომ ლაბორატორიული ცდების დროს, მდედრები რეზერვუარის იმ ნაწილისკენ მიცურავდნენ, სადაც საერთოდ არ იყვნენ სხვა გუპები, სამაგიეროდ, წყალი „თანხმობის არომატით“ იყო გაჟღენთილი.

თეგები: 
0
გამოიწერეთ
სიახლეები
© 2012-2018 ყველა უფლება დაცულია. ჟურნალსა და ვებგვერდზე გამოქვეყნებული
მასალების ნაწილობრივი ან სრული გამოყენება რედაქციის ნებართვის გარეშე აკრძალულია