ძირითადი ინსტინქტები >
ძირითადი ინსტინქტები
სიყვარულისა და ვნების კვლევა ცხოველთა სამყაროში
25.06.15
პატრისია ედმონდსი
ჯოელ სარტორე, NATIONAL GEOGRAPHIC CREATIVE
 
საარსებო გარემო
სტატუსი
საინტერესო ფაქტი
მოითხოვე და მოგეცემა

პრიმატების გენეალოგიური ხის ერთ-ერთი უძველესი გონიერი არსებების – ლემურების ევოლუციური განვითარება, რომელთა ისტორია 55 მილიონ წელს ითვლის და ეოცენის პერიოდიდან მოდის, იმით დამთავრდა, რომ სიტუაციას მდედრები აკონტროლებენ.

მატრიარქატი პრიმატებში იშვიათია. თუმცა ლემურების უმეტესობისათვის, მათ შორის Propithecus coquereli-თვისაც ეს ნორმაა. მდედრი პირველი ირჩევს საკვებსა და დასასვენებელ ადგილს, ამბობს კრის სმითი (დიუკის უნივერსიტეტი). „გვინახავს მდედრები, რომლებიც მამრებს პირიდან აცლიდნენ საკვებს. თუ მამრი მდედრისთვის სასურველ მზიან ადგილზეა, მამრი მორჩილად უთმობს ადგილს“. შეწყვილების ხანმოკლე პერიოდში მდედრები „პატარა როსკიპები ხდებიან, – ამბობს ლიდია გრინი (დიუკის უნივერსიტეტი), – ისინი აკონტროლებენ, რომელ და რამდენ მამრთან სურთ შეწყვილება“.

თუმცა, არცერთ სქესს არ ექნება უპირატესობა, სანამ ლემურების მდგომარეობა არ გაუმჯობესდება. მადაგასკარში მათ ჰაბიტატის 90% დაკარგეს; 103 შემორჩენილი სახეობიდან და ქვესახეობიდან 20 მოწყვლადია, 49 – გადაშენების საფრთხის პირას, 24 სახეობის მდგომარეობა – კრიტიკული.

თეგები: 
0
გამოიწერეთ
სიახლეები
© 2012-2018 ყველა უფლება დაცულია. ჟურნალსა და ვებგვერდზე გამოქვეყნებული
მასალების ნაწილობრივი ან სრული გამოყენება რედაქციის ნებართვის გარეშე აკრძალულია