ძირითადი ინსტინქტები >
ძირითადი ინსტინქტები
სიყვარულისა და ვნების კვლევა ცხოველთა სამყაროში
25.05.15
პატრისია ედმონდსი
ვინსენტ ჯ. მუსი; NATIONAL GEOGRAPHIC CREATIVE
 
საარსებო გარემო
სტატუსი
საინტერესო ფაქტი
სექსი საკვების სანაცვლოდ

ჭამა და სექსი არამარტო ადამიანების, არამედ მისი ახლო ნათესავის, შიმპანზის უპირველესი საზრუნავიცაა.

მდედრი შიმპანზე საშუალოდ ხუთ-ექვს წელიწადში ერთხელ მშობიარობს. გამრავლების შანსის გასაზრდელად, მდედრი „თითქმის ყველა მამრს უწყვილდება, ვისაც კი იცნობს“, – ამბობს პრიმატოლოგი მელისა ემერი თომპსონი. მამრს კი მეტოქეებთან პაექრობა ან ბრძოლა უწევს. ზოგიერთი კვლევის თანახმად, მამრები მდედრების გულის მოგებასაც ცდილობენ და საკვებს უყოფენ. 2007 წელს დასავლეთ აფრიკული შიმპანზის კვლევის პროექტმა აჩვენა, რომ ერთი მდედრი უფრო ხშირად იმ მამრს უწყვილდებოდა, რომელიც მას ნაქურდალი პაპაიებით უმასპინძლდებოდა. ამან მკვლევარ კიმბერლი ჰოკინგსს აფიქრებინა, რომ მამრები „აკრძალულ ხილს“ „სხვა ვალუტაზე“ ცვლიდნენ.

თუმცა, კვლევები არ ადასტურებს თეორიას „სექსი საკვების სანაცვლოდ“. ემერი ტომპსონი ამბობს: „ადამიანები იჯერებენ იმას, რაც სასიამოვნოდ ჟღერს“. მისმა კვლევამ საკვებთან და სექსთან დაკავშირებული სხვა პრობლემა გამოავლინა: ახურებული მამრებით გარშემორტყმულ მდედრებს საკვების მოძიების თავი აღარ აქვთ. ეს კი ამ ისედაც იშვიათი სახეობის ნაყოფიერებას კიდევ უფრო ამცირებს.

თეგები: 
0
გამოიწერეთ
სიახლეები
© 2012-2018 ყველა უფლება დაცულია. ჟურნალსა და ვებგვერდზე გამოქვეყნებული
მასალების ნაწილობრივი ან სრული გამოყენება რედაქციის ნებართვის გარეშე აკრძალულია