ძირითადი ინსტინქტები >
ძირითადი ინსტინქტები
სიყვარულისა და ვნების კვლევა ცხოველთა სამყაროში
25.03.15
პატრისია ედმონდსი
ჯოელ სარტორე
 
საარსებო გარემო
სტატუსი
საინტერესო ფაქტი
ჯერ მიმზიდველი, შემდეგ გონჯი

მამრ იხვკაზმულას (იგივე იხვ-მანდარინს) „ბუმბულის საოცარი საფარველი აქვს, რის გამოც ის სამყაროს ჭეშმარიტად ერთ-ერთი ულამაზესი ფრინველია“, – ამბობს გამოჩენილი ბრიტანელი კონსერვაციონისტი და იხვკაზმულას (Aix galericulata) ერთ-ერთი წამყვანი სპეციალისტი მსოფლიოში, – კრისტოფერ ლევერი.

შეწყვილების მოსურნე მამრი იხვკაზმულა მართლაც მიმზიდველია, მაგრამ შეწყვილების შემდეგ – ნაკლებად.

ლევერის თქმით, ევროპაში ეს იხვი შემოდგომის ფერებით ივსება: მწვანე და სპილენძისფერი თავი, იისფერი მკერდი, ჟანგისფერი საყელო, ნარინჯისფერ-ოქროსფერი ფრთები. ზამთარში მამალი ელვარე ფრთებს აქნევს და მდედრის ყურადღებას იპყრობს. აპრილ-მაისისთვის საქორწინო რიტუალი მთავრდება. იხვი 9-12 კვერცხს დებს. 28-33 დღეში ჭუკები იჩეკებიან და მდედრი მარტო ზრდის მათ. ზაფხულში მამრებს ელვარე ფრთის ბუმბული სცვივათ და დროებით ფრენის უნარს კარგავენ.

შემოდგომის მოსვლისას იხვის ეს უსახური ფაზა მთავრდება. მამრები ისევ საქორწინო ფერებით იმოსებიან და სიყვარულის საძიებლად მიემართებიან.

თეგები: 
0
გამოიწერეთ
სიახლეები
© 2012-2018 ყველა უფლება დაცულია. ჟურნალსა და ვებგვერდზე გამოქვეყნებული
მასალების ნაწილობრივი ან სრული გამოყენება რედაქციის ნებართვის გარეშე აკრძალულია