ძირითადი ინსტინქტები >
ძირითადი ინსტინქტები
სიყვარულისა და ვნების კვლევა ცხოველთა სამყაროში
25.01.15
პატრისია ედმონდსი
პიოტრ ნასკრეცკი
 
საარსებო გარემო
სტატუსი
საინტერესო ფაქტი
პირველი სექსი

ადამიანისთვის სქესობრივი ცხოვრების დაწყება უმნიშვნელოვანესი მომენტია. როგორც ამბობენ, უბიწოების დაკარგვა სხვა ადამიანად გვაქცევს.

„აბა, მე მკითხე!“ – ამბობს მამრი კუტკალია. პირველ მდედრს, რომელსაც ის უწყვილდება, არა მარტო მისი უბიწოება, არამედ სხეულის ნაწილებიც მიაქვს.

კუტკალიების შეწყვილების სეზონს ეკოლოგი სკოტ საკალუკი „სექსუალური კანიბალიზმის უჩვეულო ფორმას უწოდებს“. მდედრი კუტკალიის საცდუნებლად მამრი წინა ფრთებს ერთმანეთს უხახუნებს და ხმას გამოსცემს. ამ მოქმედებას სტრიდულაცია ეწოდება. შემდეგ ის ნებას რთავს მდედრს, მოჭამოს უკანა ფრთები სექსის დროს და დალიოს ჰემოლიმფა. „ერთ ღამეს ის უმანკოა. მეორე ღამით კი დაჭმული“, – ამბობს საკალუკი.

რატომ ხდება, რომ ზოგიერთი მამრი რამდენჯერმე მიდის ამ საზარელ პაემანზე, ზოგიერთი კი მეწყვილის გარეშე რჩება? გასაღები ძახილშია. როდესაც საკალუკის კოლეგამ ჯეფ ოუერმა მწერების გამოცემული ხმები შეადარა, მან წარმატებული და უიღბლო მამრი კუტკალიების ხმებს შორის „ფუნდამენტური განსხვავებები“ აღმოაჩინა.

თეგები: 
0
გამოიწერეთ
სიახლეები
© 2012-2018 ყველა უფლება დაცულია. ჟურნალსა და ვებგვერდზე გამოქვეყნებული
მასალების ნაწილობრივი ან სრული გამოყენება რედაქციის ნებართვის გარეშე აკრძალულია