ძირითადი ინსტინქტები >
ძირითადი ინსტინქტები
სიყვარულისა და ვნების კვლევა ცხოველთა სამყაროში
25.12.14
ლევან ბუთხუზი
SHUTTERSTOCK
შავი გედი (Cygnus atratus)
 
საარსებო გარემო
სამხრეთ-აღმოსავლეთ და სამხრეთ ავსტრალიის ჭაობები
სტატუსი
ნაკლები საფრთხის მქონე სახეობა
საინტერესო ფაქტი
გედი ფრინველთა იმ მცირე სახეობებს მიეკუთვნება, რომელსაც პენისი აქვს.
„მეზობლის ქალს ხელს ნუ ახლებ...“

გედი მონოგამიური ცხოვრებისა და ერთგულების სიმბოლოა. ყოველ შემთხვევაში, ასე გვასწავლიდა ზოოლოგიის სახელმძღვანელო კარგა ხნის განმავლობაში.

თუმცა, პარადიგმა ნელ-ნელა იცვლება – „ჩვენმა ბოლოდროინდელმა კვლევებმა აჩვენა, რომ ღალატი საკმაოდ გავრცელებულია შავ გედებში“ – ამბობს მელბურნის უნივერსიტეტის პროფესორი რაულ მალდერი.

ჩატარებულმა დნმ-ის „მამობის ტესტმა“ აჩვენა, რომ, საშუალოდ, გედების ექვსი ჭუკიდან ერთი სხვა მამრთან “საიდუმლო სიყვარულის” ნაყოფია. უცნაურია, როგორ ახერხებს მდედრი „გვერდზე გახედვას“, როდესაც მამრი მას პრაქტიკულად არ სცილდება და აგრესიულად იცავს სხვა მეტოქეებისგან. ნუთუ ეს ღამით ხდება და მდედრი, ფაქტობრივად, „სარეცლიდან“ ეპარება მეწყვილეს? მეორე მხრივ, ის, მეორე მამრიც ხომ უნდა დაუძვრეს თავის ქალბატონს?

რადგან ბუნებაში კვლევების ჩატარება საკმაოდ რთულია, მკვლევრებმა მელბურნის ალბერტ პარკის ტბის ორივე სქესის 60 წყვილი დანიშნეს მიკროჩიპებით. შეწყვილებისას ჩიპი იდენტიფიკაციას უკეთებს თითოეულ ინდივიდს და მონაცემებს დეკოდერს გადასცემს, საიდანაც კვირების განმავლობაში დაგროვილი ინფორმაციის ჩამოტვირთვა შეიძლება, რომ ინახოს – ვინ, როგორ და როდის იმოძრავა, სად იყო და ვისთან „იცუღლუტა“.

ამ ძირითად კითხვებს მალე გაეცემა პასუხი, თუმცა ამ ეტაპზე ერთი რამ უტყუარია: მითი გედის მონოგამიურობაზე თვალსა და ხელს შუა დაინგრა.

თეგები: 
0
გამოიწერეთ
სიახლეები
© 2012-2018 ყველა უფლება დაცულია. ჟურნალსა და ვებგვერდზე გამოქვეყნებული
მასალების ნაწილობრივი ან სრული გამოყენება რედაქციის ნებართვის გარეშე აკრძალულია