ძირითადი ინსტინქტები >
ძირითადი ინსტინქტები
სიყვარულისა და ვნების კვლევა ცხოველთა სამყაროში
25.11.14
ლევან ბუთხუზი
SHUTTERSTOCK
ძუ ლომი (Panthera leo)
 
საარსებო გარემო
აფრიკის სავანა, გირის ტყე (ინდოეთი)
სტატუსი
მოწყვლადი
საინტერესო ფაქტი
მძუნაობის პერიოდში (4-7 დღე) მდედრი ლომი დღეში დაახლ. 100-ჯერ ჯვარდება (საშუალოდ 400-700-ჯერ ესტრუსის განმავლობაში). შეჯვარებებს შორის პერიოდი საშუალოდ 17 წუთია. თავად შეჯვარება დაახლ. 20 წამს იკავებს.
სიყვარული და სიკვდილი

ლომების პრაიდი შედგება რამდენიმე ძუსა და ერთი ან ორი ხვადის - ბოკვრების მამებისგან. ხშირად, სხვა ხვადები უტევენ პრაიდს, ოჯახის წინამძღოლის სტატუსისა და ძუების მითვისების მიზნით. თუ მომხვდურებმა პრაიდის პატრონები გაყარეს ან დახოცეს, მაშინვე იწყებენ ოჯახის ყველა ბოკვრის განადგურებას. დედობრივი ინსტინქტი ძუებს აიძულებთ ბოკვრები დაიცვან. ხანდახან ბრძოლას ძუ ეწირება. თუმცა, უმეტესად, მათ შანსი არ აქვთ წინაღუდგნენ კოლოსალურ ძალას და ნებდებიან.

„ინფანტიციდის დროს ხვადები თავსა და კისერში კბენენ ბოკვრებს, უმტვრევენ ხერხემალს და ფატრავენ. ეს საშინელი სანახაობაა“, - ამბობს მინესოტის უნივერსიტეტის პროფესორი, ლომების სპეციალისტი კრეგ პაკერი.

ეს, ადამიანური თვალსაზრისით, სასტიკი ფენომენი მრავალ ინსტინქტს ეფუძნება და ევოლუციური ახსნაც აქვს: უშვილოდ დარჩენილ მდედრებს სწრაფად ეწყებათ მძუნაობა და ჯვარდებიან სწორედ იმ მამრებთან, რომლებმაც შვილები დაუხოცეს.

ბუნებაში იგებს ის ინდივიდი, ვინც ყველაზე მეტად ავრცელებს თავის გენებს. ბუნებრივია, რომ ეს სხვის ნაშიერზე ზრუნვას გამორიცხავსდა წინა ხვადის ნაშიერები განწირულნი არიან. როგორც კი „საქმე მოგვარებულია“, ახალი ხვადი თავისი ბოკვრების საუკეთესო მამა ხდება და ახლა ის იწყებს მათი და ახალი „ცოლების“ თავგამოდებით დაცვას სხვა მომხვდურისგან.

თეგები: 
0
გამოიწერეთ
სიახლეები
© 2012-2018 ყველა უფლება დაცულია. ჟურნალსა და ვებგვერდზე გამოქვეყნებული
მასალების ნაწილობრივი ან სრული გამოყენება რედაქციის ნებართვის გარეშე აკრძალულია