ძირითადი ინსტინქტები >
ძირითადი ინსტინქტები
სიყვარულისა და ვნების კვლევა ცხოველთა სამყაროში
25.10.14
ლევან ბუთხუზი
SHUTTERSTOCK
მგლის (Canis lupus) ლეკვი
 
საარსებო გარემო
ყველა ეკოსისტემა კოლხეთის დაბლობის გარდა
სტატუსი
ფართოდ გავრცელებული სახეობა
საინტერესო ფაქტი
მგლებს ყნოსვის დაახლოებით 200 მილიონი უჯრედი აქვთ. ადამიანს მხოლოდ 5 მილიონი. მგელს 1,5 კილომეტრზე შორს შეუძლია იყნოსოს სხვა ცხოველი.
გამრავლების უფლება

მგელი სოციალური სახეობაა. ცხოვრობს ოჯახებად. ოჯახი შედგება დომინანტი (ალფა) წყვილისგან, მათი წლევანდელი ლეკვების, მოზარდებისა თუ ზრდასრულებისგან. ხშირია „მიკედლებული“ მგლებიც, რომლებსაც ოჯახთან გენეტიკური კავშირი არ აქვთ. ალფა წყვილი განსაზღვრავს როდის, როგორ და რაზე უნდა ინადიროს ოჯახმა. მათვე ეკუთვნით ნანადირევის „პირველი ლუკმაც“. მგლები იანვრიდან მარტამდე პერიოდში ჯვარდებიან. ტრადიციულად, ოჯახში მხოლოდ ალფა წყვილი მრავლდება და წლის განმავლობაში ერთი ნაყარი ყავთ. ხვადი, ბევრი ძუძუმწოვრისგან განსხვავებით, საოცრად მზრუნველი მამაა. თუმცა, ლეკვების გაჩენისას ოჯახის ყველა წევრი აქტიურად მონაწილეობს პატარების გაზრდაში. სოციალურ ურთიერთობებს მეტწილად ალფა ძუ განსაზღვრავს, რომელიც არეგულირებს გუნდის რეპროდუქციული ცხოვრების წესს, თრგუნავს რა სხვა მდედრების მძუნაობას (ესტრუსს). ეს ლოგიკურია - პატარებზე ხომ ყველა ზრუნვას და ოჯახის რესურსები სხვა ნაყარზე არ უნდა დაიხარჯოს.

გამონაკლისებიც არსებობს. ზოგი მდედრი ახერხებს „შეაცდინოს“ ალფა მამრი. „90-იან წლებში ტყვეობაში გაზრდილ ოჯახს ვაკვირდებოდით. რანგით დაბალმა ძუმ (ნიკიმ) ლეკვები დაყარა, ალფა მდედრი (კორა) ნიკის ბუნაგში შეიჭრა, დედა გამოაგდო, ლეკვები „იშვილა“ და გაზარდა. საინტერესოა, რომ ლაქტაცია დაწყებული ჰქონდა, როდესაც ლეკვებს მიუწვა“. – ამბობს ილიას უნივერსიტეტის პროფესორი, ზოოლოგი ნათია კოპალიანი.

თეგები: 
0
გამოიწერეთ
სიახლეები
© 2012-2018 ყველა უფლება დაცულია. ჟურნალსა და ვებგვერდზე გამოქვეყნებული
მასალების ნაწილობრივი ან სრული გამოყენება რედაქციის ნებართვის გარეშე აკრძალულია