ბლოგები >
სად მოვიძიოთ დამატებითი ინფორმაცია ოზონის შრის შესახებ
მათე ბროძელი
Shutterstock
21.09.15

საქართველო 1996 წლის 21 მარტიდან შეუერთდა „მონრეალის ოქმს”, რომელიც წარმოადგენს საერთაშორისო შეთანხმებას და ეხება ოზონის შრის დაცვისა და მისი დამშლელი ნივთიერებების მართვას.

მონრეალის ოქმის ქვეყანაში დასანერგად და ოზონის შრის დაცვისათვის საჭირო ზომების მისაღებად საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მეშვეობით განხორციელდა მთელი რიგი პროექტები, რომელიც მიზნად ისახავდა ქვეყნის მიერ აღებული ვალდებულებების წარმატებით შესრულებას.

ამ ეტაპზე, აღნიშნული პროექტები გაერთიანდა ერთი ქოლგის ქვეშ: „საქართველოში მონრეალის ოქმის განხორციელების ღონისძიებების ხელშეწყობის პროგრამა”, რომელიც ოზონის ეროვნულ ჯგუფს აძლევს შესაძლებლობას განაგრძოს მუშაობა „მონრეალის ოქმის” მიერ მოთხოვნილი ყველა საჭირო ღონისძიების დაგეგმვის, ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და კოორდინირებისთვის. ცხადია, ეს პირველ რიგში ეხება ოზონის შრის დამშლელი ნივთიერებების მოხმარებიდან ამოღებას და საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ოზონის შრის დაცვასთან დაკავშირებით.

განსაზღვრულია რამდენიმე ამოცანა, რომელსაც ოზონის ეროვნული ჯგუფი ასრულებს გაეროს განვითარების პროგრამასთან ერთად. ესენია

  1. ოზონის დამშლელი ნივთიერებების მოხმარებაზე კონტროლისა და მონიტორინგის განხორცილების მიზნით კანონმდებლობისა და მარეგულირებელი წესების შემოღება-დანერგვა;
  2. „მონრეალის ოქმის” სამდივნოსათვის შიდა მოხმარებისთვის ოზონდამშლელი ნივთიერებების შესახებ მონაცემების ეფექტური და დროული შეგროვება და წლიური ანგარიშების მომზადება;
  3. კონსულტაციების გამართვა და კოორდინირება სხვა საერთო ეროვნულ სააგენტოებთან/დაინტერესებულ მხარეებთან;
  4. ოზონის შრის დამშლელი ნივთიერებების მოხმარებიდან ამოღების დროულ განხორციელებასა და მოხმარების შემცირებაზე ზედამხედველობის განხორციელება და ტექნიკური დახმარება;
  5. ინფორმირებულობის დონის ამაღლება და ინფორმაციის გაცვლა;
  6. რეგიონალური თანამშრომლობა და მონაწილეობა მონრეალის ოქმთან დაკავშირებით გამართულ შეხვედრებში.

ნებისმიერ პირს (არასამთავრობო თუ საგანმანათლებლო სექტორიდან, აგრეთვე მოქალაქეებს), ვინც დაინტერესებულია ზოგად-საგანმანათლებლო თუ სამეცნიერო ინფორმაციით ოზონის შრისა და მისი დაცვითი ღონისძიებების შესახებ, შეუძლია დაუკავშირდეს გაეროს განვითარების პროგრამას (UNDP) ან მიმართოს გარემოს დაცვის სამინისტროს ოზონის ეროვნულ ჯგუფს [email protected]

ეს საკონტაქტო ინფორმაცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბიზნეს სექტორისთის, რომელიც თავის საქმიანობაში იყენებს დიდ მაცივარ-დანადგარებს, კონდიციონერებს და ქიმწმენდის საშუალებებს, რადგან, ყველაფერ ზემოხსენებულთან ერთად, „ოზონის” პროექტის მნიშვნელოვანი მისია უსაფრთხო და ეფექტური ბიზნესის განვითარების ხელშეწყობაცაა.

 

ოზონი და მისი შრე - რასთან გვაქვს საქმე? 

საინტერესო ამბები ოზონის შრეზე 

როგორ დავიცვათ თავი? 

ოზონის შრე - რა კეთდება საქართველოში? 

თეგები: 
ოზონის შრე
მონრეალის ოქმი
UNDP
"კვლევები ამ ბლოგის მომზადებისთვის ჩატარდა გაეროს განვითარების პროგრამის ხელშეწყობით"
სტატიები
გამოიწერეთ
სიახლეები
© 2012-2018 ყველა უფლება დაცულია. ჟურნალსა და ვებგვერდზე გამოქვეყნებული
მასალების ნაწილობრივი ან სრული გამოყენება რედაქციის ნებართვის გარეშე აკრძალულია