სიახლეები >
National Geographic საქართველო საუკეთესოთა შორის
17.06.16

ყოველი ნომრის გამოსვლის შემდეგ National Geographic-ის საერთაშორისო სარედაქციო საბჭო 37 ქვეყნის გამოცემებიდან Best Edit-ებს (საუკეთესო სტატიებს) ავლენს.

National Geographic საქართველოს სტატია „ბრინჯაოს ხანის ქურდები“, რომელიც საქართველოს ეროვნულ მუზეუმთან თანამშრომლობით მომზადდა, მოგვითხრობს საქართველოს ტერიტორიაზე სამარხების ძარცვის ისტორიის შესახებ და ნომრის ძირითადი სტატიის – „წარსულის ძარცვა“, ლოგიკური გაგრძელებაა.

სტატიის დაწერა მაშინ გადავწყვიტეთ, როცა გავიგეთ, რომ არქეოლოგებმა 5000 წლის წინ სამარხის ჩამონგრეული კედლების ქვეშ მოყოლილ ორ „ქურდს“ მიაგნეს. ისტორია ძალიან საინტერესო იყო, თუმცა ფოტო-მასალა National Geographic-ის სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებდა. გადავწყვიტეთ მაინც გვეცადა და მხატვარ გაგა თურმანიშვილს არსებულ ფოტოებსა და ნახაზებზე დაყრდნობით გარემოს აღდგენა, ხოლო ლიზა მეფარიშვილს სტატიის მომზადება ვთხოვეთ.

როგორც ჩანს მცდელობა წარმატებული აღმოჩნდა და „ბრინჯაოს ხანის ქურდები“ ივნისის ნომერის Best Edit-ად დასახელდა სლოვენიასთან, იაპონიასთან, ესპანეთთან და ბულგარეთთან ერთად.

ბრინჯაოს ხანის ქურდების წასაკითხად მიყევით ბმულს

თეგები: 
ბრინჯაოს ხანის ქურდები
national geographic
best edit
საქართველოს ეროვნული მუზეუმი
სლოვენია
იაპონია
ესპანეთი
ბულგარეთი
სტატიები
გამოიწერეთ
სიახლეები
© 2012-2018 ყველა უფლება დაცულია. ჟურნალსა და ვებგვერდზე გამოქვეყნებული
მასალების ნაწილობრივი ან სრული გამოყენება რედაქციის ნებართვის გარეშე აკრძალულია