სიახლეები >
ველური ბუნების პროექციები
15.06.16

გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ 22 მაისი ბიომრავალფეროვნების საერთაშორისო დღედ გამოაცხადა და 1993 წლიდან მსოფლიოს მრავალი ქვეყანა, მათ შორის საქართველოც, ჩაერთო ამ დღის აღნიშვნაში, რაც ხელს უწყობს ბიომრავალფეროვნების საკითხებზე საზოგადოების ინფორმირებასა და ცნობიერების ამაღლებას, ასევე, ბიომრავალფეროვნების დაცვის წახალისებას.

ბიომრავალფეროვნების საერთაშორისო დღის აღსანიშნავად 22 მაისს National Geographic საქართველოსა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) პარტნიორობით, გაიმართა მასშტაბური ფოტო-პროექცია. ფოტო-პროექციისას ნაჩვენები იყო National Geographic-ის ფოტოგრაფ ჯოელ სარტორეს დაუვიწყარი პროექტი Photo Ark, რომელიც მოიცავს გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების პორტრეტებს.

თეგები: 
photo ark
national geographic
giz
ბიომრავალფეროვნების საერთაშორისო დღე
ველური ბუნება
ბიომრავალფერონვება
22 მაისი
ფოტო–პროექცია
ჯოელ სარტორე
სტატიები
გამოიწერეთ
სიახლეები
© 2012-2018 ყველა უფლება დაცულია. ჟურნალსა და ვებგვერდზე გამოქვეყნებული
მასალების ნაწილობრივი ან სრული გამოყენება რედაქციის ნებართვის გარეშე აკრძალულია