სიახლეები >
ნოემბრის ნომრის ტექნიკური ხარვეზი
08.11.18

ძვირფასო მკითხველებო,

გვინდა ბოდიში მოგიხადოთ, რადგან აღმოჩნდა, რომ ჩვენი ჟურნალის ნოემბრის ნომერი ტექნიკური წუნით ჩაგვაბარეს - არასწორადაა აკინძული და გვერდებია არეული.

ჩვენ ყოველთვის გვეჩქარება ჟურნალის თქვენთვის მოწოდება და ამიტომ, მისი დარიგება დაბეჭდვის დღესვე დავიწყეთ და რამდენიმე ჯიხურშიც შევიტანეთ. თუმცა, წუნიც მალევე აღმოჩნდა და შევწყვიტეთ, როგორც გამომწერებთან, ასევე გამავრცელებლებთან დარიგება.

ჟურნალი თავიდან იბეჭდება და თუ კვლავ რაიმემ არ შეგვიშალა ხელი, ორშაბათიდან შევძლებთ დარიგებას და რა თქმა უნდა თავიდან მივაწვდით მათაც, ვისაც უკვე მიუვიდა წუნიანი ნომერი.

ასევე, თუ უკვე შეიძინეთ პრესის ჯიხურებში ნოემბრის ნომერი, გთხოვთ, მოგვწეროთ და გაგიცვლით მას.

კიდევ ერთხელ გიხდით ბოდიშს შექმნილი უხერხულობისთვის, ჩვენთვის თითოეული თქვენგანი ძალიან ძვირფასია.

 

პატივისცემით,

National Geographic საქართველოს გუნდი

თეგები: 
სტატიები
გამოიწერეთ
სიახლეები
© 2012-2018 ყველა უფლება დაცულია. ჟურნალსა და ვებგვერდზე გამოქვეყნებული
მასალების ნაწილობრივი ან სრული გამოყენება რედაქციის ნებართვის გარეშე აკრძალულია