სიახლეები >
National Geographic Traveler-ის რუსულ გამოცემაში საქართველოს რუკის აფხაზეთის გარეშე დაბეჭდვასთან დაკავშირებით
24.06.17

National Geographic Traveler-ის რუსულმა რედაქციამ მიმდინარე წლის აპრილი-მაისის ნომერში დაბეჭდა ვრცელი სტატია საქართველოს შესახებ. სტატიაში საქართველოს რუკა აფხაზეთის გარეშეა წარმოდგენილი. National Geographic საქართველოსთან რუსეთის რედაქციას კომუნიკაცია არ ჰქონია, ჩვენთვის უცნობი იყო, რომ რუსი ჟურნალისტები საქართველოში იმყოფებოდნენ და ამზადებდნენ პუბლიკაციას. მომხდარის შესახებ ვაცნობეთ ჩვენს სათაო ოფისს ვაშინგტონში, ვთხოვეთ გამოეკვლია საკითხი და რეაგირება მოეხდინა აღნიშნულ ფაქტზე. უცვლელად გთავაზობთ National Geographic Society-ს ოფიციალურ განცხადებას რუსეთის National Geographic Traveler-ის მიერ საქართველოს რუკიდან აფხაზეთის ამოღების შესახებ:

National Geographic cartographic guidelines dictate that notes are added to our maps to explain the current political situation of disputed territories. In reviewing the incident of Abkhazia being omitted from the map of Georgia in the Russian edition of National Geographic Traveler magazine, we have determined that the Russian office was following borders officially recognized by Russia, as opposed to those observed by National Geographic, and that the published map should have recognized and clearly stated these policy differences in an associated disclaimer.

თარგმანი:

National Geographic-ის კარტოგრაფიული სახელმძღვანელო გვკარნახობს, რომ ჩვენს რუკებს ემატება შენიშვნები, სადავო ტერიტორიების შესახებ მიმდინარე პოლიტიკური სიტუაციის ასახსნელად. ჟურნალ National Geographic Traveler-ის რუსულ გამოცემაში, საქართველოს რუკიდან აფხაზეთის გამოტოვების ინციდენტის განხილვისას დავადგინეთ, რომ რუსულმა ოფისმა, National Geographic-ის მონაცემების ნაცვლად, იხელმძღვანელა რუსეთის მიერ ოფიციალურად აღიარებული საზღვრებით, და, რომ გამოქვეყნებულ რუკას, უნდა ჰქონოდა დართული განმარტება, ამ პოლიტიკური განსხვავებების აღიარებით და მკაფიო აღწერით.

National Geographic Traveler-ის რუსულ რედაქციას მოთხოვნა გაეგზავნა, რომ ვებ-გვერდზე განეთავსებინა მომხდარის შესახებ განცხადება, რომელიც შეგიძლიათ იხილოთ მოცემულ ბმულზე: http://www.nat-geo.ru/travel/1095591-gruziya-perezagruzka/

თეგები: 
National geographic traveler
national geographic society
რუკა
საქართველო
აფხაზეთი
რუსული გამოცემა
განცხადება
სტატიები
გამოიწერეთ
სიახლეები
© 2012-2018 ყველა უფლება დაცულია. ჟურნალსა და ვებგვერდზე გამოქვეყნებული
მასალების ნაწილობრივი ან სრული გამოყენება რედაქციის ნებართვის გარეშე აკრძალულია